x
გრეიპფრუტით C ჰეპატიტს უმკურნალებენ.

imageამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, ფლავონოიდი ნარინგინი, რომელიც გრეიფუტს მომწარო გემოს აძლევს, ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის გავცელებას აფერხებს. მეცნიერთა აზრით, ტრადიციული ანტივირუსული პრეპარატებთან ერთად, ამ ნივთიერების მიღება ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ხელს უშლის C ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას.

მასაჩუსეტსის ჰოსპიტალის ნკვლევართა აზრით, ძირითად როლს ნარინგინის წარმოებული ნარინგენინი ასრულებს. ეს ნივთიერება აქვეითებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის) დონეს, რომელიც დაზიანებული უჯრედიდან C ჰეპატიტის ვირუსის გამოყოფასა და ჯამთელ უჯრედში მის შეჭრას უწყობს ხელს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნარინგენინის ზეგავლენით დაიმფიცირებული უჯრედიდან ვირუსის გამოყოფა 80%-ით ქვეითდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ნივთიერების სამკურნალო კონცეტრაცია ორგანიზმისთვის ტოქსიკური არ არის.

C ჰეპატიტით დაიმფიცირების თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადება ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს. ქრონიკული C ჰეპატიტი შეიძლება გახდეს ღვიძლის კიბოს და ციროზის განვითარების მიზეზი.

0
126
4-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0