x
ბაყაყის ლორწოში დიაბეტის წამალს მიაგნეს.

imageსამხრეთამერიკული ბაყაყის კანის ჯირკვლების სეკრეტი შესაძლოა, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ახალი საშუალება გახდეს. მის შემადგენლობაში შედის ინსულინის გამომუშავების უნარის მქონე ნივთიერება. საოცარი, ანუ პარადოქსული ბაყაყი სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს და ცნობილია დიდი ზომის თავკომბალებით, რომელთა სიგრძე 25სმ აღწევს (ამასთანავე, ზრდასრული ამფიბიას სხეულის სიგრძე 7სმ აღემატება.)

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ფსეუდინ-2 სახელწოდების პეპტიდის თვისებები, რომელსაც შეიცავს ამფიბიას კანის სეკრეტი და ხასიეთდება ანტიმიკრობული თვისებებით. ექსპერიმენტში ფსეუდინ-2 ასტიმულირებდა კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინის გამომუშავებას და არ ახდენდა უჯრედებზე ტოქსიკურ ზემოქმედებას. პეპტიდის სინთეზური ვერსია, ნატურალურ კომპონენტთან შედარებით არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა.

მკვლევართა აზრით, ნაერთის გამოყენება შეიძლება II ტიპის (ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის. ეს დაავადება ვითარდება 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში და გამოწვეულია ჰორმონ ინსულინის მიმართ ორგანიზმის უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებით. მომავალში იგეგმება კლინიკური კვლევების ჩატარება, რამაც ახალი საშუალების ეფექტურობა უნდა დაამტკიცოს.

0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0