x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია (+ბევრი ოჯახური ფოტო)

imageგვანცა დარასელია "რუსთავი 2"-ის გადაცემის "სხვა შუა დღის" თანაწამყვანია. მისი მეუღლე ყოფილი მორაგბე, ვახო მჭედლიძეა. ერთ-ერთ კლუბში 7 იანვარს, კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამო იყო, სადაც გვანცამ იმღერა და ვახოც მოიხიბლა მისით. "იმ პერიოდში პრაღაში რაგბის ვთამაშობდი და შესაბამისად, იქ ვცხოვრობდი. აქაურ ტელევიზიებში რა ხდებოდა, აზრზე არ ვიყავი, არ ვიცოდი, თუ ვინ იყო გვანცა. საშობაოდ საქართველოში ჩამოვედი და მეგობრებთან ერთად იმ კლუბს ვეწვიე. გვანცა სცენაზე რომ ავიდა და იმღერა, მისით უცებ მოვიხიბლე. ჩემს მეგობრებს მის შესახებ ყველაფერი გამოვკითხე. მაშინვე მის გასაცნობად არ მივსულვარ, რადგან არ მინდოდა, ჩემთან ცეკვაზე უარი ეთქვა... იმ ღამეს ისევ პრაღაში მივფრინავდი, გვანცას ტელეფონის ნომერი გავიგე და პრაღაში რომ ჩავფრინდი, იქიდან ასეთი მესიჯი მივწერე: "ძალიან ლამაზი ხარ და თურმე რა კარგად მღერი!" პასუხი მოგვიანებით გამომიგზავნა"-იხსენებს გვანცას მეუღლე. imageგვანცას ძალიან ესიამოვნა, როცა მიხვდა, რომ ვახომ მისი კარიერისა და პოპულარობის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. რამდენიმე "სმს"-ი, შეხვედრა და წყვილს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდა. როგორც ქართველ გოგონებს სჩვევიათ, გვანცა ვახოს აწვალებდა, არ ხვდებოდა და ყვავილებზეც უარს ეუბნებოდა. ბევრი მცდელობის შემდეგ ვახომ თავისი გაიტანა და ყველასათვის სასურველი გოგონა ცოლად მოიყვანა. ოჯახის წევრები წყვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. image

ვახო და გვანცა ერთად ცხოვრობენ, ჰყავთ ვაჟი, ერეკლე, რომელიც მალე ერთი წლის გახდება.

"ამბობს დედას, ბაბუსაც ეძახის და გააგიჟა უკვე ამით. მამას ჯერ ვერ გამოთქვამს, მაგრამ მის დანახვაზე პირის მოძრაობით ახვედრებს, რომ ეძახის. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა თითის გაშვერით გვაჩვენებს რა უნდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, ძალიან თბილია"-გვიამბობს გვანცა. imageimageimageimageimageimageimageimageimageimage











imageimageimageimage

1
5140
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
5140
  
2013, 28 ივნისი, 17:13
კარგი გოგოაააააააა
0 1 1