x
ჭარბი ალკოჰოლი და თამბაქო ჭკუას ასუსტებს.

imageimageთამბაქოს ინტენსიულ მწეველებს და ჭარბი ალკოჰოლის მოყვარულებში ალცჰეიმერის დაავადება უფრო ხშირად ვითარდება არამწეველებასა და ცხოვრების ფხიზელი წესის მოყვარულ ადამიანებთან შედარებით. მავნე ჩვევებმა შესაძლოა, დაავადების განვითარება 6-7 წლით დააჩქაროს.

მეცნიერებმა შეისწავლეს ალცჰეიმერიის დაავადების მქონე 60 წლის ასაკზე უფროსი 938 პაციენტის ავამტყოფობის ისტორია. ამას გარდა, ყველა მონაწილეს ამოწმებდნენ გენ APOE4-ის მატარებლობაზე, რაც ალცჰეიმერიის დაავადების განვითარების რისკს ზრდის. გაირკვა რომ იმ პაციენტებში, რომლებიც დღეში სუფთა ალკოჰოლის 28 გრამს იღებდნენ, ალცჰეიმერიის დაავადება 4.8 წლით ადრე ვით არდებოდა ალკოჰოლის არამოყვარე ადამიანებთან შედარებით. თამბაქოს მწეველებში (დღეში 1კოლოფზე მეტის) კი დაავადება 2.3 წლით ადრე ვითარდებოდა არამწეველებთან შედარებით. მათ ვინც ალკოჰოლსაც და თამბაქოსაც ჭარბად იღებდნენ ალცჰეიმერის დაავადება 6-7 წლით ჩქარდებოდა. თავის მხრივ APOE4 ია გენის მატარებლობა დაავადების გამოვლენას 4 წლით აჩქარებდა, აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევართა აზრით, თამბაქოზე უარის თქმამ და ალკოჰოლის მიღების შემცირებამ შესაძლოა, გადაავადოს, დემენციისა და ალცჰეიმერიის დაავადების სხვა სიმტომების განვითარება. ამასთანავე, სრულებითაც არაა აუცილებელი ალკოჰოლზე სრულად უარის თქმა: მკვლევართა აზრით, ყოველდღიურად 14გრამი ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება შეამციროს დაავადების განვითარება.


0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0