x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
თვალების შუქი

არავის არასდროს ნება არ მისცე ჩააქრონ შენს თვალში შუქი... სანამ ჯერ კიდევ დავიკარგებით... დღეებიც არის მუქი.... გახსოვდეს რომ კვლავ დაიბადები და ჩაგიდგება თვალებში ისევ შუქი...შეხედე___ რამდენი განცდის დღეებია, აქ ხომ სულ ვიღაც ბატონია და ვიღაცა რაღაცას ითხოვს.... გარედან ყველაფერი დაფარულია..., გარედან ყველაფერი შენიღბულია შიგნით კი ყველაფერი იწვის.... შემხედე___მეც ის აღარ ვარ და ვცხოვრობ სადღაც მბჟუტავი შუქით...., არასდროს არავის ნება არ მისცე ჩააქრონ თვალებში შუქი.... სანამ ჯერ კიდევ სულ ვიკარგებით ერთი გახსოვდეს... რომ ისევ დაიბადები, უფრო ნათელი და მოციმციმე ჩაგიდგება თვალებში შუქი... შეხედე___რამდენი განცდის საათია, ვიღაცა ყოველთვის პატრონია და ვიღაც ხელგამოწვდილი საჩუქრებს ითხოვს...., აქ ხომ ყველაფერი განსაზღვრულია ზემოთ კი ყველაფერი იწვის.... და მაინც არასდროს არავის არცერთგზის არ დაანებო ჩააქრონ შენს თვალimage
ში შუქი....

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0