x
image
Soffia
რატომ დაუხურეს გადაცემა თიკა კანდელაკს?

imageადრე თუ გვიან ყველაფერი კარგი სრულდება... განაცხადა ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე სკანდალურმა ტელეწამყვანმა, თიკა კანდელაკმა. ტელეკომპანია CTC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პროექტი "ყველაზე ჭკვიანი" ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ოფიციალური წერილი უკვე მიუვიდა ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ გადაცემას ამზადებს. imageროგორც მოსალოდნელი იყო, კანდელაკი ამ ფაქტმა ნამდვილად არ გაახარა. ის გულდაწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ უკვე 10 წელია "ყველაზე ჭკვიანის" წამყვანი იყო. გადაცემის ზოგიერთმა მონაწილემ სკოლაც კი დაამთავრა. ამ დროის მანძილზე პროექტმა დაიმსახურა ორი პრემია: 2004 წელს, იყო საუკეთესო ნომიაციაში "საბავშვო პროგრამები" და 2009 წელს როგორც საუკეთესო სატელევიზიო თამაში. თინა ირწმუნება, რომ სპონსორების მეშვეობით პროექტის გადარჩენა შეიძლებოდა. Intel-სა და Microsoft-ის წარმომადგენლობამ რუსეთში, შესთავაზა კიდეც მას ფინანსური მხარდაჭერა და ამ სურვილით ტელეკომპანიასაც მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ორი წლის წინ წამყვანმა ორგანიზება გაუკეთა ე.წ. "მრგვალი მაგიდის" ირგვლივ შეკრებას, სადაც მოწვეულნი იყვნენ წამყვანი IT კომპანიების ხელმძღვანელი პირები. აქ საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა მოახერხოს ფორმირება საკუთარი კადრების რეზერვებისა. კანდელაკი ამბობს, რომ ვისგან უნდა შედგებოდეს ეს რეზერვი თუ არა ამ ნიჭიერი ბავშვებისაგან?!. "ყველაზე ჭკვიანი" გარკვეულწილად განათლებაცაა ბავშვებისთვის - აცხადებს ის. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაცემაში მონაწილე ბავშვების უმრავლესობა კონკურს გარეშე მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში. "ყველაზე ჭკვიანი"-ს რეიტინგმა დაადასტურა რომ ქვეყანაში დიდი მოთხოვნილებაა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. ბავშვებს მოსწონთ სწავლა, ახლის გაგება. მაშინ როდესაც ქვეყანა 60 მილიარდ რუბლს ხარჯავს რაღაც აბსტრაქტული ნიჭის მოძიებაში, ტელევიზიაში კეთდება ყველაფერი რომ მომავალ თაობებში ცოდნა წარმატების საწინდარი აღარ იყოს." აქვე ის დასძენს, რომ ესმის CTC-ის ხელმძღვანელობის სურვილი, რომ უფრო სხვა სოციალურ თუ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი გადაცემები გააკეთოს. მაგრამ ამ მცდელობებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ რეიტინგის დაცემა მოაქვს. "არხის პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ შემოიკრიბოს ე.წ. საშუალო კლასის აუდიტორია. მათი პოლიტიკა აგრესიულია... " კანდელაკი ასევე დანანებით საუბრობს, რომ დღეს "ყველაზე სასაცილო" უფრო მოთხოვნადი ხდება ვიდრე "ყველაზე ჭკვიანი".
მიუხედავად ყველა ამ განცხადებისა, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ გავრცელდა საპირისპირო ინფორმაციაც, რომ გადაცემა შენარჩუნდება და თიკაც არსად აღარ წავა. უცნობია რის მეშევეობით ხდება პროგრამის შენარჩუნება. წამყვანი კი თურმე აცხადებს, რომ მას ამ დღეებში უამრავი ბავშვისგან და მათი მშობლებისგან მიუვიდა წერილი, რომ ბავშვები შოკში არიან მათი საყვარელი გადაცემის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით. კანდელაკმა განაცხადა, რომ მათ გამო მზად არის დარჩეს ამ არხზე და განაგრძოს მუშაობა. მოკლედ ჯერ კიდევ გაურკვეველია აღდგება თუ არა გადაცემა და თინა კი სულ ცოტა ხნის წინ ასევე ამბობდა, რომ სამართლიანობის აღდგენის გარეშე გადაცემა ვერ გაგრძელდებაო და გარკვეული პიროვნებების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილსაც აპირებდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორც ყოველთვის კანდელაკის ირგვლივ მუდმივი სკანდალები ისევ არ ცხრება...image


0
54
8-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0