შოუბიზნესი რატომ დაუხურეს გადაცემა თიკა კანდელაკს? 2013, 4 იანვარი, 15:45 ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგი სრულდება... განაცხადა ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე სკანდალურმა ტელეწამყვანმა, თიკა კანდელაკმა. ტელეკომპანია CTC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პროექტი "ყველაზე ჭკვიანი" ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ოფიციალური წერილი უკვე მიუვიდა ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ გადაცემას ამზადებს. როგორც მოსალოდნელი იყო, კანდელაკი ამ ფაქტმა ნამდვილად არ გაახარა. ის გულდაწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ უკვე 10 წელია "ყველაზე ჭკვიანის" წამყვანი იყო. გადაცემის ზოგიერთმა მონაწილემ სკოლაც კი დაამთავრა. ამ დროის მანძილზე პროექტმა დაიმსახურა ორი პრემია: 2004 წელს, იყო საუკეთესო ნომიაციაში "საბავშვო პროგრამები" და 2009 წელს როგორც საუკეთესო სატელევიზიო თამაში. თინა ირწმუნება, რომ სპონსორების მეშვეობით პროექტის გადარჩენა შეიძლებოდა. Intel-სა და Microsoft-ის წარმომადგენლობამ რუსეთში, შესთავაზა კიდეც მას ფინანსური მხარდაჭერა და ამ სურვილით ტელეკომპანიასაც მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ორი წლის წინ წამყვანმა ორგანიზება გაუკეთა ე.წ. "მრგვალი მაგიდის" ირგვლივ შეკრებას, სადაც მოწვეულნი იყვნენ წამყვანი IT კომპანიების ხელმძღვანელი პირები. აქ საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა მოახერხოს ფორმირება საკუთარი კადრების რეზერვებისა. კანდელაკი ამბობს, რომ ვისგან უნდა შედგებოდეს ეს რეზერვი თუ არა ამ ნიჭიერი ბავშვებისაგან?!. "ყველაზე ჭკვიანი" გარკვეულწილად განათლებაცაა ბავშვებისთვის - აცხადებს ის. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაცემაში მონაწილე ბავშვების უმრავლესობა კონკურს გარეშე მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში. "ყველაზე ჭკვიანი"-ს რეიტინგმა დაადასტურა რომ ქვეყანაში დიდი მოთხოვნილებაა მსგავსი ტიპის პროგრამებზე. ბავშვებს მოსწონთ სწავლა, ახლის გაგება. მაშინ როდესაც ქვეყანა 60 მილიარდ რუბლს ხარჯავს რაღაც აბსტრაქტული ნიჭის მოძიებაში, ტელევიზიაში კეთდება ყველაფერი რომ მომავალ თაობებში ცოდნა წარმატების საწინდარი აღარ იყოს." აქვე ის დასძენს, რომ ესმის CTC-ის ხელმძღვანელობის სურვილი, რომ უფრო სხვა სოციალურ თუ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი გადაცემები გააკეთოს. მაგრამ ამ მცდელობებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ რეიტინგის დაცემა მოაქვს. "არხის პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ შემოიკრიბოს ე.წ. საშუალო კლასის აუდიტორია. მათი პოლიტიკა აგრესიულია... " კანდელაკი ასევე დანანებით საუბრობს, რომ დღეს "ყველაზე სასაცილო" უფრო მოთხოვნადი ხდება ვიდრე "ყველაზე ჭკვიანი". 54 8-ს მოსწონს
|