x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
დ ღ ე ვ ა ნ დ ე ლ ო ბ ა
შედარება -განა დროს უდროოდ მოსვლა შეუძლია?... -უაზრო კითხვები, უაზრო თემები, უაზრო ხალხი და უაზრო... კრეატიული ბოზობის ხანა... ქორწილები, რომლებშიც იძულებული ხარ თამადის ხუმრობაძე ძალით გაიღიმო; მეძავეები, რომლებიც სიმართლის დასამტკიცებლად პატიოსნობისდროინდელ შვილებს იფიცებიან; ქუჩაში მჯდარი მხატვრები, რომლებიც უცქერენ ხალხს და ხატავენ ღორებს; სახლში მამრები, რომლებიც მკვლავის გასამაგრებლად ცოლებს სცემენ...

"ჩემი დედა მოვტ..."-ეს ის ფრაზაა, რომლითაც ძმაკაცობას გიმტკიცებენ და ვალდებული ხარ დაუჯერო. -ესაა დღევანდელობა და სწორედ აქ ვცხოვრობთ, სწორედ აქ მკითხველო. თუმცა შენ... შენ ხომ ეპილოგი უფრო გაინტერესებს? იქნებ ეს ზედაპირული სიტყვები არ მოქმედებს შენზე.

იმას ვამბობდი, აქ ვცხოვრობთ მეთქი სადაც (აგარ ვიცი რა ვთქვა) -გოგონა თუ ერთის შეყვარებულია, ე.ი. ყველას შეყვარებულია; აქ სადაც, ცოდვის ჩადენა და მონანიება ცვეტშია. ხო, ცვეტშია ეს ჟარგონიზმიც; ისე როგორც, კენტი-(სიგარეტი); აქ სადაც, გალაკტიონის პოეზია კი არა მისი ფანჯრიდან გადახტომა ევასებათ; აქ, სადაც ბანკიდან სესხის ჭეშმარიტ სიყვარულზე გვესაუბრებიან; აქ, სადაც სარკეში გამოსახული ასლის წინაშე, ორიგინალი თავს ხრის...

ეჰ, ხანდახან არის დღე რომელიც არის, და ხანდახან არის დღე რომელიც არ არის. მთვრალი ნამდვილად არ ვარ...უბრალოდ ემოციებს მივყვები ალბათ, რადგან ეშმაკიდან გვეშინია, იმიტომ რომ დაუნდობელია, ღმერთიდან კი არა...არა იმიტომ რომ გვპატიობს. არა იმიტომ, ღვთისმშობელს ოქროს გული და ხის ჯვარი ჰქონდა, ჩვენ კი პირიქით; არა, არ ვარ მთვრალი იმიტომ რომ ვხედავ... ვხედავ როგორ კატაობენ ცამომხრჩვალ მამებზე შვილები. ეჰ ღმერთო სადაა გული? სადაა გული?- არა ეს სისხლის სატუმბია უბრალოდ და არა გული...


ესაა მკითხველო დღევანდელობა, არც მე ვარ უცოდველი. განა გუშინ არ იყო, რომ ღმერთს თვალების დახუჭვას ვთხოვდი, რადგან ცოდვა უნდა ჩამედინა?; განა მე არ ვიყავი რომ ღმერთს სიკვდილს ვთხოვდი, მაგრამ ჩემთვის არა?-ესაა მკითხველო კრეატიული ხანა... ვუყურებთ ცას და მიწა არ მოგვწონს, ან კი ვიცით მოწონება რას ქვია?-არ ვიცით რადგან ცხოვრებას ჩასუნთქვით ვზომავთ. არ ვიცით რადგან ერთი კაცის სიკვდილს ტრაგედიად აღვიქვამთ და ასი კაცის სიკვდილს კი სტატისტიკად; არ ვიჩით, იმიტომ, რომ გოლიათები ლილიპუთებში თავებს ხედავენ და ლილიპუტები გოლიათებში კი საჯდომებს; არ ვიციტ იმიტომ რომ როცა ყვავილი გვიჭირავს ხელში, იმ წუთიდან მიცვალებულს ვეძებთ.

ესაა მკითხველო დღევანდელი რეალობა...

5
68
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯაბუკა
ჯაბუკა
68
  
2013, 31 დეკემბერი, 5:23
შენი დაწერილია?
2013, 23 იანვარი, 17:30
სამარცხვინოა ქართველობა ზოგ შემთხვევაში
2013, 6 იანვარი, 16:33
ეგრეა ნამდვილად
2013, 6 იანვარი, 5:05
DA MARTLAC ROM DGEVANDELOBIS MWARE REALOBAA
2013, 5 იანვარი, 21:04
მწარე რეალობა.
0 1 5