x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მაცხოვარი სტუმრად თამარ მეფესთან

imageერთხელ, მეფე თამარი გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. სეფექალები მის სამოსს ძვირფასი სამკაულებით რთავდნენ. მეფეს მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას თხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მას მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა მათხოვარი ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს. წმიდა თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმიდა მეფემ სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა, რამაც იგი წყალობის გაცემაში შეაფერხა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

0
247
9-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0