x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
იესოს სასამართლო პროცესზე მომხდარი დარღვევები
imageჯერ გავეცნოთ რა კანონებით იმართებოდა სასამართლო პროცესები და შემდეგ იმას რა დაიღვა იესოს სასამართლო პროცესზე.

იურიდიული კანონები პირველ საუკუნეში

-სასამართლო პროცესზე როცა ბრალდებულისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანათ, უპირველესად, მის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები უნდა მოესმინათ.

-მოსამართლეებს ყველანაირად უნდა ეცადათ, ბრალდებულისთვის თავიდან აერიდებინათ სასიკვდილო განაჩენი.


-მოსამართლეებს ბრალდებულის წინაარმდეგ არ უნდა ელაპარაკათ;მათ მხოლოდ მისი დაცვა შეეძლოთ.

-მოწმეებს აფრთხილებდნენ, რამდენად საპასუხისმგებლო იყო მათი ჩვენება.

-მოწმეები ცალ-ცალკე იკითხებოდნენ, რათა ერთმანეთის ჩვენებები არ მოესმინათ.

-მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა ისეთ მნიშვნელოვან დეტალებში, როგორიცაა თარიღი, ადგილი, დანაშაულის ჩადენის დრო და ასე შემდეგ.

-მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მხოლოდ დღისით უნდა გამართულიყო.

-ასეთი პროცესები არ უნდა გამართულიყო შაბათის ან დიდი შაბათის წინა დღეს.

- მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო დილით და დასრულებულიყო იმავე დღეს, თუ სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას;ხოლო თუ განაჩენი სასიკვდილო იყო, ვერდიქტი მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ და განაჩენიც იმავე დღეს მოეყვანათ სისრულეში.

-სასამართლოს რომელზეც ბრალდებულის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, 23 მოსამართლე უნდა დასწრებოდა.

-მსაჯულები ბრალდებულის დასაცავად ან საწინააღმდეგოთ ხმას რიგ რიგობით აძლევდნენ.ხმის მიცემას ყველაზე უმფროსი იწყებდა. მდივნები იწერდნენ, როგორც ბრალდებულის საწინააღმდეგო ისე მის დასაცავად მიცემულ ჩვენებებს.

- ხმათა რაოდენობა ერთით მეტიც რომ ყოფილიყო, საკმარისი იყო ბრალდებულის გასამართლებლად, ხოლო დასასჯელად აუცილებელი იყო ორით მეტი ხმა. თუ ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მხოლოდ ერთი მსაჯულით მეტი უჭერდა მხარს კიდევ ორ მსაჯულს ამატებდნენ და ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.

-ვერდიქტი უკანონოთ ითვლებოდა, თუ ერთი მსაჯული მაინც არ იბრძოლებდა ბრალდებულის დასაცავად;ერთსულოვანი ვერდიქტი იმის მიმანიშნებელი იყო რომ “ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი''.


იესოს სასამართლო პროცესზე მომხდარი დარღვევები

-მოსმართლეებს არ მოუსმენიათ იესოს სასარგებლოდ მიღებული არც ერთი ჩვენება.

-არც ერთ მოსამართლეს არ დაუცვია იესო;ყველანი მისი მტრები იყვნენ.

-იესოს მოსაკლავად მღვდლები ცრუ მოწმეებს ეძებდნენ.

-საქმის მოსმენა გაიმართა ღამით, დახურულ კარს მიღმა.

-სასამართლო პროცესი დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე დღეს დიდი შაბათის წინა დღეს.

-იესო ისე დააპატიმრეს რომ მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.

-იესოს სიტყვები რომ მესია იყო არც კი გამოუკვლევიათ, ისე ჩაუთვალეს მკრეხელობათ.

-მას ბრალდება შეუცვალეს, როცა პილატეს წინაშე წარადგინეს.

- ყველა ბრალდება წმინდა წყლის სიცრუე იყო.

-პილატემ იესო უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ მაინც დაისაჯა სიკვდილით.

0
127
3-ს მოსწონს
ავტორი:SMIL
SMIL
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0