x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ცხოვრება და ლოცვა - ერთია

image ცხოვრება და ლოცვა განსაკუთრებულად განუყოფელია. ცხოვრება ლოცვის გარეშე - ეს არის ცხოვრება არსებობის უმთავრესი განზომილების გარეშე ეს არის ცხოვრება “ისეთ სიბრტყეში'', რომელშიც არ არის სიღრმე, ეს არის ცხოვრება ორ განზომილებაში: სივრცესა და დროში; ეს არის ცხოვრება, რომელიც კმაყოფილდება მხოლოდ ხილულით, რომელიც კმაყოფილდება ჩვენი მახლობელით, მაგრამ ისეთი მახლობელით, რომელიც ვლინდება მხოლოდ ფიზიკურ პლანში და რომელშიც ჩვენ ვერ ვხედავთ მის მთლიან განუსაზღვრელობას და მისი არსებობის მარადიულობას.


ძალიან ხშირად ჩვენ მიგვაჩნია, რომ რთულია შეთანხმება ცხოვრებისა და ლოცვისა. ეს შეცდომაა, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. რომელიც გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენ გვაქვს მცდარი წარმოდგენა როგორც ცხოვრების, ისე ლოცვის შესახებ. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ თითქოს ცხოვრება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ამაოებას ვეძლეოდეთ, ხოლო ლოცვა - იმაში მხოლოდ, რომ სადღაც განვმარტოვდეთ და დავივიწყოთ ყოველივე ახლობელი, ასევე ჩვენი ადამიანური მდგომარეობა, ესე მცდარია. ეს არის ცილისწამება, ისეე როგორც ცხოვრებაზე და ასევე თვით ლოცვაზე.


ლოცვა რომ ვისწავლოთ საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, გავხდეთ მთელი ადამიანური რეალობით სოლიდარულნი, მისი ბედის მთელი რეალობისა, ასევე მთელი სამყაროს ბედისა: რაც უნდა მივიღოთ ჩვენ თავზე ბოლომდე. ამაშიმდგომარეობს - არსი იმაქტისა, რომელიც განახორციელა ღმერთმა თავისი განკაცებით.ამაში არის მთელი სისრულე იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ შუამდგომლობას. ჩვეულებისამებრ, ჩვენ მივმართავთ ლოცვით შუამდგომლობას, რომლითაც ზრდილობიანად შევახსენებთ ღმერთს იმას, რის გაკეთებაც მას დაავიწყდა. სინამდვილეში კი იგი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც არის მსგავსი ქრისტეს ნაბიჯისა, ვინც იქმნა ადამიანად ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ისეთი, როგორიც შეგვიყვანს ჩვენ სიტუაციის ცენტრში, რომლიდანაც ჩვენ ვეღარასოდეს ვერ შევძლებთ გამოსვლას; სოლიდარობა ქრისტიანული, ქრისტესი, მიმართულია ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსისაკენ: განკაცებული ქრისტე როგორც ჭეშმარიტი ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი, ბოლომდე სოლიდარულია ადამიანისადმი, როდესაც ადამიანი თავის ცოდვაში მყოფი მიმართავს ღმერთს, ასევე ბოლომდე სოლიდარულია ღმერთთან, როდესაც ის მიმართავს ადამიანს. ეს ორმაგი სოლიდარობა როგორღაც ჩვენ გვხდის ორივე ბანაკისადმი უცხოდ, მაგრამ იმავე დროს მოვდივართ ერთიანობაში ორივე ბანაკისათვის. ამაში მდგომარეობს საფუძველი ქრისტიანის ცხოვრებისა.























0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ტომკა
ტომკა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0