x
ბოროტების სავანე, სახელად - აშშ

დღიდან დაარსებისა, ანუ იმ დღიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული
შტატები სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ისინი ეწეოდნენ დამპყრობლურ პოლიტიკას.
ასე ვთქვათ, აშშ-ს ჰობად ექცა ბატონყმური პოლიტიკის გატარება. თავიდან
ზანგებით დაიწყეს. 1787 წელს მიღებული კონსტიტუციით თითოეულ შტატს დიდი
უფლებები მიენიჭა, მათ თვითონ უნდა გადაეწყვიტათ ზანგების მონობის
საკითხი. არჩევნებში მონაწილეობისთვის თავიდან დააწესეს ქონებრივი ცენზი
ანუ ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო საკუთრების მფლობელი.

1846-1848 წლების აშშ-მექსიკის ომში მექსიკა სასტიკად დამარცხდა. 1848
წლის ზავით მექსიკა იძულებული გახდა აშშ-სთვის გადაეცა ახალი მექსიკა და
კალიფორნია. აშშ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და 1853 წელს მექსიკას
ჩამოაცილა ჩრდილო დასავლეთი კუთხე. 1867 წლის ხელშეკრულებით რუსეთმა აშშ-ს
მიჰყიდა თავისი სამფლობელოები ალასკა-ზე.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ორი პარტია იყო.
დემოკრატიული, რომელიც მონობის მომხრეები იყვნენ და რესპუბლიკური პარტია
რომელიც მონობას ეწინააღმდეგებოდნენ. სამოქალაქო ომიდან პირველ მსოფლიო
ომამდე 50 წლის განმავლობაში 13 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა აქედან 12
ჯერ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს. რესპუბლიკელები ხალხს ახსენებდნენ რომ
სამოქალაქო ომი სწორედ დემოკრატებმა გააჩაღეს.

ახლა კი ცოტა ჩვენი დროისკენ გადმოვიდეთ. ზანგების უფლებები ისევ
ირღვეოდა 80-90იან წლებშიც. სწორედ ამ პოლიტიკას შეეწირა ამერიკელი რეპერი -
თუფაქ ამარუ შაკური. ის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უპირისპირდებოდა
შტატების ხელისუფლებას.

აშშ-ს ხელისუფლება დღესაც აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას,
ისინი ცდილობენ დემოკრატიის შუქურის ნიღაბი მოირგონ მაგრამ ეს ნიღაბი
ძალიან დიდი აღმოჩნდა და მათ რამდენჯერმე ჩამოსძვრათ კიდეც: ვიეტნამში,
ერაყში, ლიბიასა და ავღანეთში...ბუში და ობამა
საბედნიეროდ, მათ ჯერ არ დაუბომბავთ საქართველო, თუმცა
არანაკლები ზიანი მოგვიტანა კონკრეტულად მათმა რესპუბლიკურმა პარტიამ,
რომელთა ინტერესების გამტარებელიცაა საქართველოში არსებული მათი სეხნია -
ასევე რესპუბლიკური პარტია. ნუ დაგვავიწყდება რამდენჯერ შეუნარჩუნა პოსტი
მიხეილ სააკაშვილს ჯერ ჯორჯ ბუშმა, შემდეგ კი ბებერმა თეთრმა ტურამ - ჯონ
მაქქეინმა. ისინი ნელნელა აძლიერებენ საქართველოზე ზე-გავლენას...
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ძალამაც იგივე
პოლიტიკის გატარება განაგრძო და ისევ აშშ-ს ირიბ კოლონიად ვრჩებით.

სრულიად სამყარომ გაიხარა, როდესაც აშშ-ში რესპუბლიკელების 40 წლიანი
მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში დემოკრატები და მათი კანდიდატი,
პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოვიდა. ხალხმა იფიქრა, წერტილი დაესვა გაუთავებელ
ომებსა და უბედურებებსო. მაგრამ, ნურას უკაცრავად! რიტორიკა უცვლელია...
ამისათვის იხილეთ სურათი!

3
318
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
318
  
2012, 17 დეკემბერი, 13:23
ამერიკას ყველაზე მეტი ცოდვები აქვს
2012, 16 დეკემბერი, 20:19
მართალს ამბობ. ჩემი აზრით მეორედ მოსვლისთვის ერთ-ერთ მთავარ როლს ამერიკა შეასრულებს. თუ სხვადასხვა წყაროებს დავუჯერებთ, მესამე მსოფლიო ომის მოხდება, ამაში რა თქმა უნდა ამერიკაც მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი მსოფლიო აირჩევს მთელი დედამიწის მმართველს და მორჩა :)
2012, 16 დეკემბერი, 16:59
რას ამბობ , ახალი ხელისუფლება პირიქით რუსეთისკენ მიდის
0 1 3