საზოგადოება მე თქვენ გაღვიძებთ, მძინარე ქართველნო, თქვენ კი მეორე გვერდზე ტრიალდებით და მაგინებთ... 2012, 21 ნოემბერი, 17:24 დიახ, მე ვაპირებ გაგაღვიძოთ. წამითაც არ გამივლია გულში რომ შევედარო ილია ჭავჭავაძეს მაგრამ მომწონს ის გზა, რა გზითაც იგი მიდიოდა. ეს წუთია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წავაწყდი პატრიარქ ილია მეორის მაგინებელ "ჯგუფებს" და გვერდებს". როგორც კი მე ამაზე რეაქცია გავაკეთე, მაშინათვე წამოვიდა ლანძღვა-გინების კორიანტელი ჩემი მისამართით: "ოთარ, ამ საზიზღრობას როგორ ავრცელებ?", "ოთარ, როგორ ბედავ და აპიარებ?" "შე ლაწირაკო, რა დღეში ხარ?" და ა.შ.
მათ ჩემი ლანძღვა უფრო ეადვილებათ ვიდრე მოქმედება უწმინდესის დასაცავად. მათი არგუმენტია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ღმერთი მიუზღავს სამაგიეროსო. არა, მეგობრებო. ღმერთს ასეთ "ხუმრობებზე"დიდი ხანია აღარ ეცინება. ეს "ხუმრობა"უკვე აღარაა სასაცილო. მე მახსენდება როგორ იცავდნენ სარწმუნოებას ჩვენი სახელოვანი წინაპრები მტარვალ სარკინოზთაგან. მეგობრებო, (თუმცა როგორ გიწოდოთ ჩემი მეგობრები) განა ამისათვის ეწამა 100 000 მოწამე? განა ამისათვის მოჰკვეთეს თავი დემეტრე თავდადებულს? სდუმს ილია... ილია ჭავჭავაძე ალბათ საფლავში ბრუნავს თქვენი შემხედვარე... ვუყურებდი როგორ ხალისობდნენ პატრიარქ ილია მეორეზე ეს მართლაც რომ სარკინოზთა შთამომავლები და სისხლი გამეყინა ძარღვებში. ხალხი ხმას რომ არ იღებს მე რატომ ვიყვიროო? ერთერთმა ფეისბუქის მეგობარმა მითხრა. მე მას აქედანაც ვუპასუხებ: მაშ მე ვინ ვარ? ხალხი ჩვენ ვართ: მე, შენ მეგობარო, პეტრე, პავლე და ივანე. აი, ჩვენ ვართ ხალხი და შვენ რომ ავლაპარაკდებით და ავმოქმედდებით სხვაც მოგვბაძავს! არადა ისევ იმ ადამიანს აქვს ჩემთვის ნათქვამი: რომ ავყვირდე და გავაპროტესტო მაინც ვერაფერს შევძლებ და მირჩევნია სირაქლემის პოზა დავიკავოო. ჩემო ხალხო, სირაქლემის პოზა ბოდიში და წაკუზვაა. ბრძენს უთქვამს, წაკუზულზე ალალიაო! დიახ, მე მას ვეთანხმები.... ამდენი წელი წაკუზულები რომ ვიდექით იმიტომაც გვიშვრებოდნენ იმას, რასაც გვიშვრებოდნენ. ასეა მეგობრებო მე ვცდილობ გაგაღვიძოთ თქვენ კი მეორე გვერდზე ტრიალდებით და მაგინებთ........ 234 8-ს მოსწონს 1-ს არა |
პ.ს ადრიანო ცელენტანოთი მიპოვი ფეისბუქზე და დამამატე ლათინური ასოებით.