x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როდის ვერ ეხმარება ადამიანს ლოცვა

imageჩვენ, ყველა ქრისტიანმა, წმინდა წერილიდან ვიცით და გვწამს, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატისამებრ შექმნა. ამიტომც შექმნისას ადამიანს უცოდველი ბუნება ებოძა, მაგრამ ჯერ კიდევ პირველი ადამინი, ადამიც, არ დარჩა უცოდველი და თავისი შეცდომით დაასნებოვნა მთელი მისი მოდგმა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბიბლიაში წერია: “არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი დღე მაინც ეცხოვროს ცოდვის გარეშე''. წმინდანებსაც კი ქონდათ ცოდვები, მაგრამ უფლის შეწევნით ებრძოდნენ მათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვვა სულისმიერი კეთრია, რომელიც აზიანებს სულის უნარებს: ძალა, გონება, გრძნობა(გული) და ნებისყოფა.
წმინდა აბბა დოროთე წერს: “კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ანუ ადამიანი უნდა ეცადოს თვი დაიცვას იმ ცოდვებისგან, რომელსაც მხოლოდ უფალი ხედავს და მის გარდა არავის შეუძლია შეამჩნიოს, ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა. რაც შეეხება მოყვასის მიმართ სინისის დაცვას, კაცმა არ უნდა გააკეთოს ის, რითც იცის რომ მოყვასს დააბრკოლებს. ნივთების მიმართ სინდისის დაცვა კი გულისხმობს, რომ არ უნდა გააფუჭოს ის ნივთებიც კი რომელიც მას არ სჭირდება.
რომელია ყველაზე დიდი მომაკვდინებელი ცოდვა?
მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობდა ყველაზე მიუტევებელი და მომაკვდინებელი ცოდვა არის ღვთის გმობა. გმობა სულიწმინდისა არ მიეტევება ადამიანს, არც წუთისოფელში და არც მომავალში. რაც არ უნდა ილოცონ ასეთი ადამიანისთვის, თუ თვითონ არ მიხვდა თვის შეცდომას, არ მოინანია და აღიარა უფალი, სხვა ვერაფრით დაეხმარება.
რისგან იღებს სათავეს ადამიანში წარმოშობილი საცდური?

ის სამი წყაროდან იღებს სათავეს: თავად ადამიანის სხეულისგან, წუთისოფლისაგან და ეშმაკისაგან. რაც შეეხება ადამიანის სხეულს, სავსებით ეჭვგარეშეა, რომ მრავალი მიმართებით ის წარმოადგენს წყაროს და საბუდარს ზნეობის საწინააღმდეგო მიდრეკილებისა და მისწრაფებისა. წინაპართა ცოდვა - ესჩვენი საწერთო მიდრეკილებაა ცოდვისადმი, მემკვიდრეობით მიღებული და ჩვენი საკუთარი ცოდვები ერთმანეთს აძლიერებს და ქმნის ჩვენს სხეულში საცდურს. უფრო ხშირად ცოდვების წყაროდ კი წუთისოფელი გვევლინება - გარემო, გარემოში მყოფი ხალხი, კეთილდღეობანი და ასე შემდეგ. ეშმაკი კი ცდილობს უფრო ებრძვის და უმძაფრებს ადამიანს ცოდვის ჩადენის სურვილს.



1
797
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
797
  
2012, 27 დეკემბერი, 19:57
... და როდის ვერ ეხმარება ადამიანს ლოცვა?!
0 1 1