x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
პატარა გოგო შემიყვარდა

image ერთ სოლიდურ ფირმაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა მიკავია. როგორც იტყვიან, მატერიალურად აბსოლიტურად უზრუნველყოფილი კაცი ვარ. მართალია, სოლიდური ასაკი მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამიყრია ფარ-ხმალი. არც წლები მეტყობა - საკმაოდ ახალგაზრდულად გამოვიყურები და შემიძლია ვთქვა, არც ქალების ყურადღების დეფიციტს განვიცდი. ცოლს დიდი ხნის წინ გავშორდი, შვილები დიდები არიან, თანაც ყურადღებას და დახმარებას არ ვაკლებ და, ჩემი აზრით, სრული უფლება მაქვს, პირად ცხოვრებაზეც ვიფიქრო.

რაც ცოლს გავცილდი, "გულაობა" არ დამიკლია. ქალებს ლამის ყოველთვე ვიცვლიდი და ვერ წარმოვიდგენდი, ამ ასაკში თუ ვინმე შემიყვარდებოდა. ის კი არა, სასაცილოდ არ მყოფნიდა, როცა ჩემი ძმაკაცები სიყვარულზე ლაპარაკობდნენ ხოლმე. სხვებს დავცინოდი, ახლა კი თავად გავები სიყვარულის მახეში. ასეთ მდგომარეობაში ახალგაზრდობაშიც არ ვყოფილვარ. თათა ჩვენი ახალი ფიარ-მენეჯერი, პირველად რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა და მივხვდი, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვუმხელ გრძნობას, რადგან ასაკით შვილად შემეფერება და მეშინია, არ დავაფრთხო. ჯერჯერობით ვარჩიე, დავმეგობრებოდი. ეტყობა ეს ფანდი კარგად გამომივიდა, რადგან თვითონაც მომენდო და უჩემოდ ნაბიჯსაც აღარსად დგამს. იმდენად დარწმუნებულია ჩემს მეგობრულ გრძნობებში, რომ მესაიდუმლედ გამიხადა, ყველაფერს მიყვება თავისი თაყვანისმცემლების შესახებ და რჩევას მე მთხოვს ხოლმე. თავიდან ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს, ბოლო ხანებში ეშმაკობას მივმართე: ვიცი, რომ ჩემი ყველაფერი სჯერა და ისეთ რჩევებს ვაძლევ, რომ ჩემს წისქვილზე დავასხა წყალი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ჩემი აზრით, მალე დადგება ის დღე, როცა თათას სიყვარულში გამოვუტყდები და ხელს ვთხოვ. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ უარს არ მეტყვის.

9
2392
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2392
  
2014, 29 მარტი, 4:07
მარტია და ატყდა ხალხი
2013, 15 ივნისი, 14:37
ეს ასაკიანები სულ გაგიჯდნენ და ისევ ახალგაზდდებს გვლანზგავენ:D
2012, 17 დეკემბერი, 18:13
ყველას აქვს ბედნიერების უფლება. აწონ-დაწონეთ ყოველი სიტყვა და ტაქტიანად გაუმხილეთ იმ ადამიანს თქვენი გრძნობები, იქნებ ისიც სიყვარულითვე გპასუხობთ. დიდხანსაც ნუ იფიქრებთ. სიყვარულმა ასაკი არ იცის. ჩემზე უფროსი მამაკაცი 6 წელი ისე მიყვარდა, ვერ ხვდებოდა როგორ ვიტანჯებოდი. მერე გაიგო. 4 წლის მერე ისიც გამომიტყდა სიყვარულში და უბედნიერესად მაგრძნობინა თავი. თურმე ასაკის სხვაობის გამო იკავებდა თავს მისი გრძნობების გამჟღავნებისგან და ამ სიყვარულის გამო უღირს კაცად თვლიდა თავს. ჩვენი დუმილით და საზოგადოებისგან გაკიცხვის შიშით ბედნიერების 10 წელი დავკარგეთ. დრო უმოწყალოა და სწრაფად გარბის. წარმატებებს და უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ.
2012, 5 დეკემბერი, 23:22
ტყუილი რა შუაშია აბა ხო არ მიახტება პირდაპირ :D:D:D
2012, 5 დეკემბერი, 23:22
მამ შენ ხარ????? )))))
2012, 27 ნოემბერი, 8:58
ასე ტყუილით აწყობილი სიყვარული არ გამოგადგება ბაბუააააა
2012, 26 ნოემბერი, 10:49
არ ვიცი ეს ამბავი მოიგონეთ თU მართალია მაგრამ მაინც ხართ
2012, 26 ნოემბერი, 10:48
პატივცემულო, თქვენ ნაძირალა ხართ
2012, 24 ნოემბერი, 22:36
:))
0 1 9