x
image
Soffia
"ჩემი ცოლის დაქალები" კინოეკრანებზე გამოდის!

imageპოპულარული ქართული ტელესერიალის, "ჩემი ცოლის დაქალები"-ს მრავალრიცხოვან
აუდიტორიას ნამდვილად ძალიან გაახარებს ის ინფორმაცია, რომ საყვარელ გმირებს უკვე სრულმეტრაჟიან ფილმში იხილავს. ახალი წლისთვის სერიალის კინო ვერსია ეკრანებზე გამოვა. სავარაუდოდ ფილმს ჯერ საქართველოს კინოთეატრებში და შემდეგ ტელევიზიითაც ვიხილავთ. თუ გავითვალისწინებთ სერიალის რეიტინგს, ფილმსაც დიდი დაინტერესება უნდა მოჰყვეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორმა, გიორგი ლიფონავამ განაცხადა, რომ სერიალის მესამე სეზონის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია და ყველაფერი რეიტინგზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ ყველაფერი მართლაც მხოლოდ რეიტინგზეა დამოკიდებული, უნდა ვივარაუდოთ რომ ის კვლავ გაგრძელდება. რადგან არამხოლოდ რუსთავი 2-ის, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ შემოთავაზებულ გადაცემებსა თუ სერიალებს შორისაც კი "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. აქვე საინტერესოა ის ფაქტი რომ, სულ ახლახანს ტელეკომპანია "საქართველო" შეიძინა "სამოქალაქო განვითარების ფონდმა". მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი კი გიორგი ლიფონავა გახლავთ. ამჟამად ტელევიზიას დროებით შეჩერებული აქვს მაუწყებლობა, მაგრამ საინტერესოა ეთერის განახლების შემდეგ ხომ არ გაუჩნდება სურვილი რეჟისორს "საკუთარ ტელევიზიაში" გადაიტანოს თავისი პროექტი?! თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ მაყურებელმა "კარგი პროდუქტი" მიიღოს და რომელი არხით მოხდება მისი მოწოდება უკვე მეორეხარისხოვანია.

image



0
436
8-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0