x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რაზე მეტყველებს ადამიანის თვალების ფერი?
image
ალბათ გაგჩენიათ კითხვა არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის თვალების ფერსა და მის ხასიათს შორის? ჩვენს თვალებში უამრავი საიდუმლო ინახება. თუ მათ დავაკვირდებით შესაძლოა ადამიანის შესახებ ბევრი საინტერესო დასკვნა გავაკეთოთ. ადამიანის შესახებ ბევრი რამე შეიძლება გაიგოთ თუ დააკვირდებით მისი საუბრის, სიარულის მანერას, ჟესტებს, ჩაცმის სტილს და სხვა. თუმცა ადამიანის შესახებ ყველაზე უფრო აშკარად მისი თვალები მეტყველებს. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის თვალები მოიცავს მისი პლანეტის ფერთა პალიტრას, რომლებიც თავის მხრივ ზემოქმედებენ ადამიანის ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. ხასიათის კვლევაში თვალების მნიშვნელობა თანამედროვე მეცნიერების მიერაც არის აღიარებულია. ყველა ადამიანს თვალის უნიკალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეფერილობა აქვს. გინდათ სცადოთ? საკმაოდ საინტერესო თამაშია, მაშ ასე რას გვეუბნებიან ადამიანის თვალები?

1)შავი თვალები: ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი, ის ძალიან გამძლეა, ახასიათებს ენერგიულობა და ხასიათის არამდგრადობა. შავი თვალები ადამიანის ვნებიანობაზე მეტყველებს. სასურველი მიზნისკენ სწრაფვისას მათ ვერაფერი გააჩერებს.

2)ყავისფერი თვალები: ასეთი თვალების პატრონი ბუნებით არის დაჯილდოებული მომხიბვლელობითა და მგრძნობელობით. ეს ძალიან ტემპერამენტიანი ადამიანია. მათ შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ადვილად ბრაზდებიან თუმცა ასევე ადვილად ივიწყებენ წყენას. ასეთი ადამიანების ძირითადი ნაკლი უცნაური ახირებებია. ასევე ამ ადამიანებზე შეიძლება ვთქვათ, რომ მათ ადვილად უყვარდებათ თუმცა გრძნობა ხშირად მალევე ქრება.

3)ღია ყავისფერი თვალები: მორცხვი, მეოცნებე ადამიანია. მათ შეიძლება პრაგმატული ვუწოდოთ, თუმცა სწორედ ამ თვესების გამო არიან ასეთი შრომისმოყვარეები. მათი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეთ, ისინი არ დაგაღალატებენ. ხასიათის მთავარი თვისება ინდივიდუალიზმი და ყველაფრის საკუთარი ძალებით კეთების სურვილია. ვერ იტანენ წნეხს სხვა ადამიანების მხრიდან. ნუ აწყენინეთ მას, რამეთუ ის არ შეიმჩნევს მაგრამ ძალიან ინერვიულებს ამ წყენის გამო.


4)ლურჯი თვალები: ისინი რომანტიკოსები არიან, ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები. მათ აქვთ უნარი არა მარტო თავით გადაეშვან სიყვარულში, არამედ პარტნიორიც თან ჩაიყოლონ. მათი აზრების მსვლელობა ხშირად სრულიად ამოუცნობია. სხვათაშორის ამ ადამიანებისათვის დამახასიათებელია მნიშვნელოვნად განვითარებული სამართლიანობის გრძნობა. მათ არ უყვართ ტყუილები. ლურჯთვალებიანი ადამიანის მთავარი ნაკლი ქედმაღლობაა. ისინი ძალიან კონფლიქტურები არიან, და ხშირად სხვის პრობლემებს ვერ აცნობიერებენ.

5)ცისფერი თვალები: მათთვის დამახასიათებელია მიზანდასახულობა, მაგრამ ამავე დროს სენტიმენტალურები არიან. მათი ხასიათი გამოუცნობ გაზაფხულის ნიავს ჰგავს, ისინი მალევე ნებდებიან თავის ახირებებს. მათ ახსოვთ ძველი წყენა იმ შემთხვევაშიც კი თუ უკვე დიდი ხანია აპატიეს.

6)ნაცრისფერი თვალები: მიზანდასახული და ჭკვიანი ადამიანია. ისინი არ მიმართავენ "სირაქლემას მეთოდს" თუ პრობლემები შეექმნათ, პირიქით მაშინვე პოულობენ პრობლემის გადაჭრის გზას. ამასთან უსუსურები არიან სიტუაციაში, როდესაც გონება უძლურია. ნაცრისფერი თვალები მგრძნობიარობისა და დაინტერესების მანიშნებელია. მათ ყველაფერი აინტერესებთ. ასევე ნაცრისფერი თვალები იღბლიანი ადამიანის თვალებია.

7)მონაცრისფრო-მომწვანო თვალები: ასეთ ადამიანს ძლიერი ნებისყოფა აქვს. მისთვის არ არსებობს დაუძლეველი მწვერვალი. ხშირად ეს სპორტული ადამიანია, რომელსაც აქვს უნარი მნიშვნელოვან წამს გამოიჩინოს არა მარტო სიხისტე არამედ სისასტიკეც კი.

8)მწვანე თვალები: საკუთარ თავთან ჰარმონიის მუდმივ ძიებაშია. ძალიან ნაზი ბუნება აქვს. უყვართ ყოველთვის ალალად, მთელი გულით და ახასიათებთ რჩეულისადმი ერთგულება. მწვანე თვალები დამახასიათებელია ნამდვილი რაინდებისათვის. მეგობრები აფასებენ სიკეთისათვის, მტრებს სძულთ პრინციპულობის გამო. ისინი კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან. ისინი სტაბილურები არიან თუმცა ამავე დროს არ აკლიათ ფანტაზიის უნარი.

9)ვეფხვის თვალები, ყვითელი: ასეთი თვალები ადამიანებში ძალიან იშვიათად გვხვდება. ასეთ ადამიანებს იშვიათი ტალანტები ახასიათებთ. ძალიან არტისტულები არიან. როგორც ამბობენ მათ სხვისი აზრების კითხვის უნარი აქვთ. თუ თქვენ რაიმე ცუდს არ გეგმავთ მათთან საუბარი ერთი სიამოვნებაა.

4
860
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
860
  
2012, 8 ნოემბერი, 21:50
მე მწვანე
2012, 8 ნოემბერი, 20:20
ყავისფერი თვალები მაქვს
2012, 8 ნოემბერი, 20:03
მე მაქვს მონაცისფრო...
2012, 8 ნოემბერი, 20:02
მე შავი თვალები მაქვს.
0 1 4