x
image
Soffia
რიანა და კეტი პერი ერთმანეთს უპირისპირდებიან!

image ჰოლივუდის კულუარებში უკვე აქტიურად ჭორაობენ იმაზე, რომ ძველ მეგობრებს, რიანასა და კეტი პერის შორის "შავმა კატამ" გაირბინა. ამჯერად მათი კონფლიქტის მიზეზი არც მეტი და არც ნაკლები მამაკაცი გახდა. როგორც აღმოჩნდა რიანა ჯერ მალულად, ახლა კი უკვე სრულიად ღიად ხვდება თავის ყოფილ "ბოიფრენდს" კრის ბრაუნს. კეტი პერის კი ეს ფაქტი არ მოსწონს. მეტიც, ის კატეგორიულად წინააღმდეგია მათი ურთიერთობის და თვლის რომ მისი მეგობარი უდიდეს შეცდომას უშვებს. უახლოეს მეგობრებს შორის ურთიერთობა უკვე საგრძნობლად დაიძაბა. კეტი რიანას მიერ გამართულ ჰელოუინის წვეულებაზე არ მივიდა, რიანა კი კეტი პერის დაბადების დღის წვეულებაზე არ გამოჩნდა, რადგან თავისი სიმღერის პრემიერა იმავე დღეს გააკეთა.imageბოლო დრომ კეტი პერი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს რობერტ პატინსონსა და კრისტენ სტიუარტთან. უკანასკნელად რიანა და კეტი ერთად "MTV"- ვის ვიდეო რგოლების დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოჩდნენ, სადაც რიანამ 2009 წლის შემდეგ პირველად, საჯაროდ აკოცა კრის ბრაუნს. ჩანს რომ პერი ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა და მან მკაცრად გადაწყვიტა, რომ მეგობარს "შეცდომის" დაშვების უფლება არ მისცეს. აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც... ზაფხულზე, ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აპირებდნენ თუ არა ის და რიანა ერთად სიმღერის ჩაწერას, პერიმ სკანდალური განცხადება გააკეთა: "მუსიკალური განხრით გაერთიანებას არ ვაპირებთ, თუმცა მე და რიანას სექსი გვექნება". თუ ამ განცხადებას გავითვალისწინებთ, იმდენად საკვირველი აღარც იქნება კეტი პერის რეაქცია რიანასა და კრის ბრაუნის შერიგებაზე. ფაქტია რიანას ამ ორი ურთიერთობის შეთავსება გაუჭირდება. საინტერესოა საბოლოოდ რომელ მათგანს დათმობს ბარბადოსელი მომღერალი. imageimage

5
235
5-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
235
  
2012, 6 ნოემბერი, 1:21
me,katys avirchevdi rihanasi ar vici: d
2012, 5 ნოემბერი, 19:48
უტეხიათ კისერი :დ
2012, 5 ნოემბერი, 17:11
აბა აბა... :D :)
2012, 5 ნოემბერი, 16:59
დედაააა... ტუტუცები :D
0 1 5