x
image
Soffia
ანნა იმედაშვილი - "ახალი ხმის" მშვენიერი წამყვანი

image მგონი უკვე ბევრი თქვენგანის ყურადღება მიიპყრო, იმედის ეთერში მიმდინარე კონკურსის, "ახალი ხმის" წამყვანმა გოგონამ. ეს ულამაზესი გოგონა 25 წლის ანნა იმედაშვილია. ის საზოგადოებამ ფილმიდან "ოცნების ქალაქი" გაიცნო. ანნა ამავე ფილმის რეჟისორის დათო იმედაშვილის მეუღლეა. მათ შვილები ჯერ არ ჰყავთ, თუმცა დათოს წინა ორი ქორწინებიდან ორი შვილი, 15 წლის ლუკა და 10 წლის ელენე ჰყავს. ანამ და დათომ ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს და ორივესგან მოულოდნელად ორ თვეში უკვე მიხვდნენ რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. image

ანა პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა თავისი პროფესიით დიდხანს არ უმუშავია. მუშაობდა რადიოში, ასევე სხვადასხვა პროექტებზე... როგორც ჩანს მისმა გატაცებებმა პროფესიაზე წინ წამოიწია და ამჯერად თანაწამყვან დუტა სხირტლაძესტან ერთად იმედის ახალ პროექტ, "ახალ ხმაში" მოგვევლინა.image

აღსანიშნავია, რომ პროექტში ანნას ჩაცმულობა მისივე გემოვნების დამსახურებაა. განსხვავებული ვარცხნილობაც სპეციალურად გადაცემისთვის მოიფიქრა. ალბად ბევრი თქვენგანისთვის გასაკვირი იქნება ის ფაქტი, რომ ის დამოუკიდებლად მაკიაჟს ვერ იკეთებს და ამისთვის ყოველთვის პროფესიონალებს მიმართავს. მისი მშვენიერი ფიგურა კი განსაკუთრებული ზრუნვის ან დიეტების შედეგი არ არის, ეს ბუნებრივი, ან უფრო სწორედ გენეტიკურია. თუმცა მის ასეთ ფორმას ისიც უწყობს ხელს, რომ ის თურმე პურს არ მიირთმევს. თუმცა უყვარს სხვა დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის ტკბილეულიც. image

ანას კიდევ ერთი დადებითი თვისება (თუ ნიჭი) ჰქონია... ის ძალიან კარგი მზარეულია.

7
1188
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Soffia
Soffia
1188
  
2012, 23 დეკემბერი, 1:32
მაგარი ნაშაა მეტი კი არაფერი :დ ეს მახინჯი კაცი კიდე არ უხდება
2012, 14 დეკემბერი, 14:02
პირველ სურათზე რა კარგი ფეხსაცმელი აცვია :)
2012, 22 ნოემბერი, 23:43
გეთანხმებიი ^^
2012, 6 ნოემბერი, 0:10
ფოტოებში აშკარად საკაიფო ვიდზეა... აი წამყვანის როლში არც ვიდი მომწონს და არც სხვა არაფერი...
2012, 5 ნოემბერი, 13:07
+1
2012, 4 ნოემბერი, 21:11
ხო, როგორი წამყვანია ეგ უკვე სხვა საკითხია... :)
2012, 4 ნოემბერი, 21:07
არადა ამ წამყვანზე ვღადაობ რაც პროექტი დაიწყო :დ :დ :დ
ვიდზე არ ვიცი მაგრმა როგორც წამყვანი არ ვარგა, არც ხმა აქვს საგადაცემო და არც ლაპარაკის მანერა
მარტო გარეეგნობა არ ჭირდება გადაცემის წაყვანას :)
0 1 7