შოუბიზნესი ახალი ფოტოები ნინი ბადურაშვილის ქორწილიდან! 2012, 30 ოქტომბერი, 15:45 რადგან ნინი ბადურაშვილის დაოჯახების ამბავი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, გადავწყვიტე რამოდენიმე ახალი ფოტო შემომეთავაზებინა. თუმცა მანამდე ორი სიტყვით უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა ხალხის დიდი ინტერესი მხოლოდ კეთილი სურვილებით არ არის განპირობებული... სოციალურ ქსელებში თუ ინტერნეტ ფორუმებზე აქტიურად განიხილება წლის ყველაზე გრანდიოზული ქორწილის დეტალები და უკვე თვალშისაცემად ხშირია არაკორექტული განცხადებები, უმეტესად ნინის მეუღლის შესახებ... ალბად უკვე ბევრ თქვენგანს მოუკრავს ყური იმაზე, რომ ''ამდენი არჩია, არჩია და ბოლოს ვის გაყვა'', ''ურჩხული და მზეთუნახავი''... და ასე შემდეგ. მეუხერხულება კიდეც რომ ამ ფრაზებს ვწერ, მაგრამ მართლაც რომ აღშფოთებული ვარ საზოგადოების რეაქციით. საზოგადოების, რომელსაც არ შეუძლია, რომ უბრალოდ გაიზიაროს სხვისი ბედნიერება... ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ მხოლოდ ორი თვის ნაცნობობის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილებაო. მაგრამ, თუ ერთი ნახვით სიყვარული არსებობს, ნუთუ ორი თვე საკმარისი არაა, რომ ადამიანი გაიცნო და დაინახო მასში ის თვისებები რომელიც მის თავს შეგაყვარებს... ასეა თუ ისე არჩევანი გაკეთებულია და მოდით უბრალოდ ბედნიერება ვუსურვოთ ახლადდაქორწინებულებს! მით უფრო რომ ნინი ნამდვილად ბედნიერი ჩანს. როგორც ცნობილია ის 25 ოქტომბერს გაემგზავრა მოსკოვში. ის თვითონვე ამბობს, რომ გაუჭირდება საქართველოს გარეშე, მაგრამ შეეცდება როგორმე ფეხი აუწყოს იქაურ ცხოვრებას. მისთვის ალბად ძალიან სასიხარულოა ის, რომ მოსკოვში ცხოვრობს, მისი ბავშვობის მეგობარი და ახლა უკვე მეჯვარეც, ქეთა თოფურია. ქეთა მის ქორწილში მხოლოდ მეჯვარე არ გახლდათ, მან სიმღერებიც შეასრულა წყვილისთვის. რათქმაუნდა თვითონ ნინიმაც შეასრულა რამოდენიმე სიმღერა. ნინიმ და ირაკლიმ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, ხოლო საქორწინო ცერემონია ''მეტეხში'' შედგა. პატარძალი უდაოდ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 19244 11-ს მოსწონს 1-ს არა
|