x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გვირგვინების საიდუმლო.პარასკევა ივანოვნა.
დივეევოს სავანეში მცხოვრები, მთელი მართმადიდებელი რუსეთისთვის კარგად ცნობილი სალოსი პარასკევა ივანოვნა დაიბადა ტამბოვის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში.იგი თავისი სურვილის წინააღმდეგ გაათხოვეს გლეხ ფეოდორეს.მან ქმრის ოჯახში დიდი სიყვარული დაიმსახურა რადგან ღვთისმოყვარული და მოშიში იყო.არ უყვარდა ხალხში სიარული და უსაქმურად ყოფნა.ასე იცხოვრეს 15 წელი და შემდეგ ყოფილმა მებატონეებმა ცოლ-ქმარი სხვა მემამულეზე გაყიდეს.5 წლის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა და, როდესაც ხელმეორედ გათხოვება დაუპირეს უთქვამს:"გინდაც რომ მომკლათ, მეორედ არ გავთხოვდები".

შემდეგ დაიწყო ხიფათიტ სავსე ცხოვრება:ჯერ ქურდობა დააბრალეს-ცილნაწამები უღრმთოდ სცემეს, აწამეს.ერთხანს კიევში აფარებდა თავს მოძღვარ ბერებთან, მანდაც იპოვეს და ძალით ჩაიყვანეს მებატონესთან.ისინი მიხვდნენ მის უდანაშაულებას და მებოსტნედ განამწესეს.მაგრამ ქალის გულში უკვე მყარად იყო ჩაბუდებული ღვთის სიყვარული გული ისევ კიევისაკენ უწევდა.მიუხედავად იმისა რომ მან იციდა სასჯელის სიმკაცრე მაინც წავიდა კიევში ბერებთან, მაგრამ იგი ისევ იპოვეს და დააბრუნეს უკან და გამოაგდეს სახლიდან მშიერი და შიშველ-ტიტველი სწორედ ამ დროს დაადგა იგი სალოსობის გზას, რაზეც კიეველი ბერებისგან ჰქონდა კურთხევა აღებული.

5 წელი შეშლილივით დახეტიალობდა სოფელში-დასცინოდნენ და აბუჩად იგებდნენ.ამის შემდეგ მისი კვალი ქრება მხოლოდ ერთი ფაქტია უეჭველი:კიევში იგი მონაზვნად აღიკვეცა პარასკევას სახელით.შემდეგ 30-წლის მანძილზე საროვის ტყეში ცხოვრობდა გამოქვაბულში.როგორც ამბობენ მტაცებელი ცხოველებით სავსე ტყეში მას რამდენიმე გამოქვაბული გამოუთხრია.იმ დროს პარასკევა ძალიან ლამაზი ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა მამაკაცის ბერულ პერანგში, შიშველი ხელებითა და ფეხებით, მკაცრი გამოხედვით ბევრ ადამიანში უნებურად შიშის გრძნობას იწვევდა.

დივეევოს სავანეში დაბინავებამდე 4 წლით ადრე იგი დროებით ერთ ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდა.მას უკვე იმ დროისათვის თვლიდნენ ნეტარად და ნათელმხილველად.ხალხში დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა დამსახურებული.გლეხები მას თხოვდნენ ელოცა მათთვის.აქაც მოუვლინა ღმერთმა განსაცდელი მას თავს დაესხნენ და შემდეგ სულ სისხლიანი და ცოცალ-მკვდარი იპოვეს.მთელი წელი იავადმყოფა და სრულად არც გამოჯამრთელებულა.


სიბერეში პარასკევა ივანოვნა ოდნავ სეივსო ტანად, ხოლო მისი გამოხედვა სულ ცვალებადობდა ხასიათის მიხედვით.

ამ ნეტართან თავისი შეხვედრა ვრცლად აქვს აღწერილი რუს სასულიერო მწერალს სერგი ნილუსს რომელსაც პარასკევამ გაცნობისთანავე "უფლის სანთელი "უწოდა.

1902 წელს ივნისსი გადატანილი მძიმე სნეულებისაგან გამოჯამრთელების შემდეგ ნილუსი გაემგზავრა საროვსა და დივეევოში, საკუთარი ჯანრმთელობის აღდგენაში გაწეული დახმარებისათვის მადლობის ნიშნად.ნილუსს გაგონილი ჰქონდა ნეტარი პარასკევას შესახებ, მაგრამ, როდესაც იღუმენიამ შესთავაზა მასთან შეხვედრა მასთან შეხვედრდა ზიარების წინა საღამოს იუარა:"მეშინია დედაო, მთელს ჩემს სულსა და გულს ამომიტრიალებს .გარედან ხომ ვითომ არა მიშავს რა, მაგრამ შიგნიდან იქნებ ისეთი სისაძაგლეა და სავსე ვარ სიბინძურით რომ თავად არ ვიცოდე მის

ნათელმხილველ თვალს ხომ არაფერი გამოეპარება"

ბოლოს, როგორც იქნა, დაითანხმეს.ნეტარ პარასკევასთან მიმავალი ნილუსი ფიქრობდა:"რაიმე ხომ უნდა ვუსახსოვრო.ოქროს ფულს ვაჩუქებ"გაიფიქრა თუ არა ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფულლი ჯიბეში ჩაიდო რადგან მოხერხებულ ადგილზე ჰქონოდა მისაცემად

კარებთან ნეტარის მესაკნე მონაზონი სერაფიმა სემოეგებათ:-მობრძანდით.

ნილუსს ზღურბლზე არც კი გადაებიჯებინა, რომ კარებს უკნიდან, პირდაპირ იატაკიდან წამოიმართა ჭაღარა და თმააწეწილი არსება, ქარბორბალასავით დატრიალდა და მიმართა:-მე ხუთმანეთიანებით ვერ მიყიდი .გერჩივნა წასულიყავი და ჩაით ყელი გაგესველებინა.

ეს იყო დედა პარასკევა -პირველი გამანადგურებელი დარტყმა ნილუსისათვის.ასეთი შეხვედრის შემდეგ ნილუსი, ცხადია კიდევ უფრო ერიდებოდა სალოსთან პირისპირ შეხვედრას, მაგრამ ჯერ დედა სერაფიმიამ დაამშვიდა.მეორე დღეს ლიტურგიის შემდეგ, სადაც ნილუსი ეზიარა, მოძღვარმა სულ გაუქარწყლა შიში.მან უთხრა:"მითხარით, ნეტარის რატომ უნდა გეშინოდეთ?ზიარების შემდეგ ნეტართან სტუმრობა გარგებთ თქვენივე სულის სასიკეთოდ.ნეტარი ღვთის დიდი სათნომყოფელი ბრძანდება.იყო დრო როცა მე არ ვენდობოდი მას და არ მსურდა მასში ჭეშმარიტი სალოსის დანახვა.რადგან მე უღირსი მღვდელმსახური უფალმა ღირსმყო პარასკევამდე ნეტარი პელეგია სერებრიანიკოვას ცხოვრებისა და ღვაწლის მხილველი ვყოფილიყავი.მისი აღსრულების მერე პარასკევა ვერ მივიღე რადგან პელეგიას კუთვნილი ადგილი არ მეთმობოდა მისთვის.

მაგრამ სულ მალე ისეთი რამ მოხდა, რამაც სულ მთლიანად სეცვალა ჩემი მისადმი დამოკიდებულება.

ადრე მონასტრის სასულიერო პირთა სახლები აგებული გახლდათ ფიჭვის მორებისაგან რომელიც დროთა განმავლობაში გაცვდა და გაფუჭდა.ერთხელ ზაფხულის დღეს ვიჯექი და კაქტუსებს ვივლიდი .ფანჯრიდან ვისვრიდი კაქტუსის წიტელ ჩამოცვენილ ყვავილებს.

მახსოვს ფანჯარასთან ვიჯექი ვკითხულობდი წიგნს.უეცრად ვიღაც შემოვიდა ეზოში და ფანჯრის ქვეშ დაიწყო წინ და უკან ბოდიალი.მასში პარასკევა ვიცანი.იგი ყვავილებს კრეფდა მიწიდან რომელიც მე გადავყარე.უცბად მივხვდი რომ ის ხანძარს წინასწარმეტყველებდა.

საღამოს როცა დასასვენებლად წავედით მე ვერ დავიძინე შიშისგან სწორედ ამ დროს ფანჯრიდან რაღაცამ ინათა და ვნახე როგორ მოედო მთელ ტერიტორიას ცეცხლი რომელიც მეზობლის სახლიდან იყო გადმოსული.იმ დღეს პარასკევას მინიშნება რომ არა ყველანი დავიხოცებოდით.სწორედ მაშინ მივხვდი რომ პარასკევა ნეტარი იყო და პელეგიას კანონოერ მემკვიდრედ მივიჩნევ"

ამის შემდეგ მოძღვარმა ნილუსს გაყოლა შესთავაზა პარასკევასთან, რომ მას ნაკლებად ჰქონოდა შიში მასთან შეხვედრის.ისინი ერთად წავიდნენ.

მართლაც პარასკევამ ძალიან გულთბილად მიიღო სტუმრები და შენიშნა სერგის:-პერანგი როგორი სუფთა გაქვს.

პერანგში წმინდანმა დამშვიდებული და გაწმენდილი სული იგულისხმა.იმ მიღებისას ძალზე მნისვნელოვანი სამომავლო ვითარებები გაუმხილა პარასკევამ ნილუსს და მათ შორის ასეთის იყო:"ერთი წლის შემდეგ ცხოვრების ნირს შეიცვლი"ამან დააფიქრა ნილუსი.უეცრად პარასკევამ ისეთი რამ უთხრა რამაც ყველა სხვა საკითხი თავიდან ამოუგდო მას."ზოგს ერთი გვირგვინი აქვს, შენ რვა გაქვს, შენ ხომ მზარეული ხარ.ხოლო რაკი მზარეული ხარ მწყემსე ადამიანები"

ამ ღირშესანიშნავი დღიდან ექვსი წლის შემდეგ-1908 წელს, ერთი ახლობლისგან მიიღო წერილი სადაც მას ატყობინებდნენ რომ :მე ახლახან დავბრუნდი კასიმოვის რაიონიდან.იქ შევხვდი ნეტარს.შენზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ზალიან მადლიერია შენი მოღვაწეობით.მაგრამ ისიც აღნიშნა რომ ეს საქმიანობა შენი სულისთვის არ არის წარმატებული რადგან მძიმე ცოდვა გადევს და მხოლოდ სინანულით და პატიებით ვერ გამოისყიდი".

ნილუსმა მღელვარებით წაიკითხა წერილი და მაშინვე გაგზავნა პასუხი რომ ინანიებდა ყველაფერს.ერთ თვეში პასუხი მოუვიდა რომ ეპატია და სული გაეწმინდა.ცოდვილი სერგის გულს სიხარული დაუბრუნდა.

ყველა დანარჩენი წინასწარმეტყველებაც აუხდა.

მანამდე კი, 1903 წელს მას კიდევ ჰქონდა წინ საგანგებო ვიზიტი დივეევოში.იგი ჩავიდ აგვისტოს თვეში, როდესაც ჯერ არ გამქრალიყო აქ სამეფო ოჯახის სტუმრობის კვალი.მან პირდაპირ ნეტარს მიაშურა მოლოდინით აღსავსემ, მაგრამ ნეტარი იგივე სიტყვაბით შეეგება:-ეს ის არ არის...ის ჯვრით იყო.

ნილუსი ვერ მიხვდა ნეტარის ნათქვამს.სანამ ამ განსჯაში იყო, ნეტარმა კელიიდან ორი ურმი კვერცხი გამოუტანა, ხოლო მცირედი შაქრის ნაფხვენი იქვე მდგომ ქალს მიაწოდა.ამ საქციელს მაშინვე მოჰყვა პარასკევას ვიზიტორთა აღტაცება.

ნილუსს საკუთარი ქარაგმა ჰქონდა ამოსახსნელი.მოგვიანებიტ ის შეეკითხა დედა სერაფიმას, თუ რას ნიშნავდა მისთვის გადაცემული ორი კვერცხი.

ნილუსს ნეტარი პარასკევას ყველა წინასწარმეტყველება აუსრულდა.

დედა პარასკევა რუსულ მარლთმადიდებლურ ეკლესიაში ერთ-ერთი წმინდა ნეტარი დედაა.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ვეტერინარი
ვეტერინარი
80