x
image
Soffia
გახდი ვამპირი "Essence"-ს მეშვეობით!

image"Twilight"-ის ფანებისათვის კომპანია "Essence"-მა კოსმეტიკის ახალი, სპეციალური ხაზი, “Twilight Breaking Dawn” გამოუშვა. გლამურული, მოდური ვამპირიც შეიძლება გამოიყურებოდეს სექსუალურად - თვლიან კოსმეტიკის შემქმნელები და მათი ნაწარმის გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ ელეგანტურ მაკიაჟს გვპირდებიან. imageარჩევანი დიდია... ჩრდილები, ტუჩსაცხები, ლაქები და სხვა დანარჩენი რაც სრულყოფილი მაკიაჟისთვის არის საჭირო. მდიდარია ფერთა გამაც... ღია ფერები, მბრწყინავი ელემენტები, მუქი ტონები... მოკლედ ყველა შესაძლებლობა, რაც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენგან მოდური ვამპირი დღის თუ საღამოს მაკიაჟის პირობებში. imageimage

imageimage


საინტერესოა ის მომენტიც, რომ მწარმოებლები კონკრეტულ რჩევებსაც იძლევიან, თუ რომელი ნომერი ჩრდილი, ტუჩსაცხი თუ პუდრა შევუხამოთ ერთმანეთს, რომ მივიღოთ კონკრეტული, სასურველი შედეგი. არსებობს რამოდენიმე ვარიაცია ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის "ბელა"-ს სახის შესაქმნელად. "ბელას საიდუმლო" ასე უწოდეს კოლექციის ამ მიმართულებას მათ. სავარაუდოდ ყველაზე პოპულარული და გაყიდვადიც სწორედ ეს მიმართულება იქნება. image
კოსმეტიკის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ფასი საკმაოდ დაბალი იქნება, იმდენად რომ ყველა "თინეიჯერმა" შეძლოს მისი შეძენა. როგორც ჩანს გაითვალისწინეს, რომ "ბინდის" ფანების უმეტესობა მაინც მოზარდები არიან. მომხმარებელთა მცირე ნაწილმა უკვე შეძლო ამ ექსკლუზიური კოლექციით სარგებლობა, თუმცა ის გაყიდვაში მხოლოდ ნოემბრიდან გამოვა. საინტერესოა ის მომენტიც, რომ თვითონ ფილმის დასკვნითი ნაწილის მსოფლიო პრემიერაც ნოემბერში, კონკრეტულად 16 ნოემბერსაა დაგეგმილი.

2
85
4-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
85
  
2012, 30 ოქტომბერი, 17:39
++++++++++++++
2012, 23 ოქტომბერი, 20:05
+++++++++
0 1 2