x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
მინიატურული ჟანრის დიდოსტატი

imageქართულ ლიტერატურას უამრავი შესანიშნავი წარმომადგენელი ჰყავს. ახლა, მე მინდა ყურადღება შევაჩერო ნიკო ლორთქიფანიძეზე. იგი ნამდვილი ბელეტრისტია და თავისი შესანიშნავი შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული მწერლობის განვითარების საქმეში.

ნიკო ლორთქიფანიძეს გენიალურობა უპირველეს ყოვლისა მის ადამიანურობაში მდგომარეობს. მან შეძლო ადამიანების სულში ჩახედვა, მათი ტკივილის, სიხარულის გაზიარება. იგი არ ექცევა ჩარჩოებში, ახასიათებს მრავალფეროვნება, მისი მხატვრული ქმნილებები უკიდურესი სიტყვიერი ლაკონიზმითა და ლაპიდარობით არის შექმნილი, თუმცა ეს სულაც არ უშლის ავტორს ხელს, რომ თავისი სათქმელი გამოხატოს სრულყოფილად. ლორთქიფანიძე არ აღიარებს ზედმეტს არაფერს. მისი შემოქმედების გაცნობისას მკითხველი დიდ შინაგან წვას უნდა განიცდიდეს, რადგან მას ერთგვარი თანაავტორობის ფუნქცია აკისრია.

ნიკო ლორთქიფანიძის კალამს უამრავი შესანიშნავი მინიატურული ნაწარმოებები ეკუთვნის. განვიხილავ ერთ–ერთ მათგანს.

"მონა" მიუხედავ იმისა, რომ მცირე ფორმატისაა მასში ჩაქსოვილია უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნე, ეს არის ერთგვარი მოწოდება თვისუფლებისათვის ბრძოლისაკენ. საოცრად ემოციურია "მონა"–ში ეს სიტყვები:"თვისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს". მართლაც, თუ ადამიანი არ შეურიგდება არსებულ სინამდვილეს, ფსიქოლოგიურად არ იქნება განწყობილი მონობისთვის და ეყვარება თავისუფლება, ეს სიყვარული, მას მისცემს ისეთ ძალას, როგორიც დავითის შურდულს ჰქონდა გოლიათი, რომ დაამარცხებინა და მოსეს კვერთხს, რომელმაც უფლის ძალით არაერთი სასწაული მოახდინა და ებრაელები დაიხსნა ტყვეობისაგან. თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ადამიანს არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს, არც სიკვდილის, არც შიმშილის, თუ დაიღუპები ეს დამარცხებას არ ნიშნავს. დიადი მიზნისთვის თავის შეწირვა პიროვნული გამარჯვების ტოლფასია.

0
658
2-ს მოსწონს
ავტორი:თათუნია
თათუნია
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0