x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ისტორიული კადრია, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის მცველები, გათავისუფლებული ტყვეების მიერ მათთან გასწორების შემდეგ
image
ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები გერმანიაში, სადაც რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ებრაელები, ნარკომანები და განსხვავებული ორიენტაციის თემების წარმომადგენლები ხვდებოდნენ.


მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკონცენტრაციო ბანაკებს ახალი კონტიგენტი შემატა სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების სახით. ამ კონტიგენტის შედარებით ჯანსაღ ნაწილს მძიმე სამუშაოების შესასრულებლად იყენებდნენ, ნაწილს ხვრეტდნენ ან გაზის კამერებში აგზავნიდნენ, ნაწილს კი სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ.


ტყვეებს ზუსტად იმდენ საკვებს აძლევდნენ, რამდენიც ჭირდებოდა მათ არსებობას დროებითი გამოყენებისათვის.


განსაკუთრებით ებრაელებზე და საბჭოთა ტყვეებზე იყო ზეწოლა, მსხვერპლებადაც ძირითადად მათ ირჩევდნენ "არიელები".



სწორედ ებრაელების სათვალეების ოქროს ჩარჩოებიდან, საქორწინო ბეჭდებიდან და ოქროს კბილებიდან ადნობდნენ ოქროს ზოდებს ნაცისტები, ქვეყნის ეკონომიკის ასამაღლებლად.


გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არა მხოლოდ ამართლებდა ამგვარ მოქმედებებს, არამედ პირდაპირ იძლეოდა მითითებებს ებრაელების და საბჭოთა სამხედროების მასიური ლიკვიდაციის შესახებ.

ბუხენვალდის ტყვეებისგან ამოღებული ოქროს ნაკეთობების რაოდენობით მიხვდებით, რამდენ ასეულ ათას ადამიანს უნდა გამოევლო ბუხნვალდის ჯოჯოხეთი, გერმანელ ნაცისტებს ამდენი ოქრო, რომ მიეღოთ.

imageimageimageimageimageimageimageimage
ამ ოქროულობის ნაწილი საბჭოთა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბნაკის განთავისუფლების შემდეგ, სპეციალურ სამალავებში იპოვეს ნუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკიდან მოშორებით.

ამ სურათზე მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგი, ჰიტლერის გარემოცვის უახლოესი პირი, განათლებისა და იდეოლოგიის მინისტრი იოზეფ ჰებელსი, რაიხის ბანკის პრეზიდენტი ფუნკე და "СС"-ის მაღალჩინოსანი ოლენდორფი თანამზრახველებთან ერთად დიდი სიამოვნებით ათვალიერებენ ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ტყვეებისგან ამოღებული თუ მიღებული ოქროს ნაკეთობებისგან ჩამოსხმულ, უმაღლესი ხარისხის სინჯის ოქროს ზოდებს.

image
სტატიაში პირველ კადრში ნაჩვენებია 1945 წელს საბჭოთა ჯარების და მისი მოკავშირეების მიერ განთავისუფლებული, ბუხენვალდის ტყვეების მიერ სასტიკად ნაცემი ბანაკის მცველები.

ეს ჭოტივით თვალებდაჭყეტილი ბუხენვალდის მცველი სიკვდილისგან ამერიკელმა სამხედროებმა იხსნეს, მას ბუხენვალდის ტყვეები გაუსწორდნენ ასე სასტიკად.

image
ბუხენვალდის ხელმძღვანელებიდან და პერსონალიდან უმეტესობა, დაისაჯა სასჯელის უმაღლესი ზომით, არნახული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებების გამო.

ამ ადამიანების სიკვდილი სწორედ მათ კისერზე იყო. მიცვალებულები ასე დალაგებული იყვნენ კრემატორიუმში დასაწვავად წასაღებად.
ამის გამკეთებლები დაუნანებლად იმსახურებდნენ სასტიკად დასჯას.

imageimage


+16







0
247
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
247