x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან სომეხი დევნილების მასიური ჩასახლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში

image აზერბაიჯანის არმიის წარმატებებმა მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული სესპუბლიკის მოსახლეობის ნაწილი აიძულა დაეტოვებინა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები და სომხეთისთვის შეეფარებინა თავი.
ერევანმა კი გადაწყვიტა მათი პრობლემა მარტივად გადაეწყვიტა, ჩაესახლებინა ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ისედაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ სომხები, მათ შორის ის სომხები რომლებმაც აფხაზეთის ქართული მოსახლეობის გენოციდში და ეთნოწმენდაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოიჩინეს თავი.
აფხაზეთში დევნილი სომეხების ჩასახლებაზე წერენ სოხუმელი აფხაზები სოციალურ ქსელებში, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სომხური დიასპორაც. აღნიშნული ინფორმაციით 3-4 000 იქნა გადაყვანილი აფხაზეთში ოტომბერ-ნოემბერში.
აფხაზეთში სომხების ჩასახლებას და ფინანსურ დახმარებას უზრუნველჰყოფს კომპანია "რუსეთის შავი ზღვის სანაპირო"-ს მფლობელი, ბიზნესმენი რუბენ ტატულიანი, მეტსახელად "რობსონი". ტატულიანი ცნობილია, როგორც აფხაზეთის სეპარატისტული მმართველების სპონსორი, შესაბამისად მათ უარი ვერ უთხრეს ტატულიანს დევნილების მიღებაზე აფხაზეთში.
აფხაზების თქმით მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა "რობსონის" დახმარებით ყიდულობს სახლებს და მიწებს მთიანი ყარაბაღიდან ევნილი სომხებისათვის. აფხაზები შეშფოთებას გამოხატავენ სომხების მასიური ჩასახლების გამო, რადგან შიშობენ, რომ დემოგრაფიული ვითარება სომხების მხარის სასარგებლოდ შეიცვლება და რომ სომხები აუცილებლად მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაზე.
აზერბაიჯანის არმიის წარმატებები მოულოდნელი აღმოჩნდა სომხური დიასპორებისათვის სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ დიასპორებმა სასწრაფოდ დაიწყეს ფინანსების აკუმულირება ახალი გეგმის განსახორციელებლად-აითვისონ შავი ზღვის სანაპიროები აფხაზეთში.
ინფორმაცია აფხაზეთში სომხების ჩასახლებაზე ფართოდ განიხილება სოციალურ ქსელებში, სადაც აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიელები მწვავედ აკრიტიკებენ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ქმედებას-მიიღონ აფხაზეთში სომეხი დევნილები.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა რუსმა ისტორიკოსმა, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველმა ტატიანა პოლოსკოვამ.
თუ ამ ტემპით გაგრძელდა სომხების ჩასახლება ოკუპირებულ აფხაზეთში, მალე მივიღბთ საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტს. სომხების ამბიციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაა გამორიცხული მალე ახალი "სომხური სახელმწიფო" ვიხილოთ. სომხები ბოლოსდაბოლოს აიხდენენ ოცნებას ზღვაზე გასვლაზე.
რამდენიმე წლის წინ აქტიურად განიხილებოდა ტატულიანის სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენებაზე, მაშინ სომხური მასიური ინფორმაციის საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ ამ ინფორმაციას. მაშინ რუსეთმა არ მისცა ამის უფლება ტატულიანს, რადგან მათი კანდიდატი რაულ ხაჯინბა იყო იმ მომენტისათვის.
შესაძლოა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტატულიანმა იყაროს კენჭი, მას უკვე მრავალრიცხოვანი მხარდაჭერა ექნება აფხაზეთში მცხოვრები და ჩასახლებული სომხების სახით.
აფხაზეთის სომხურმა მოსახლეობამ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის გამოდევნაში დიდი როლი ითამაშა 1992-1993 წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, მათივე კისერზეა ქართველების მიმართ ჩადენილი უსასტიკესი მოქმედებები.
გაგრაში, სოხუმში და გულირიფშში სომხები უკვე უმრავლესობაში არიან, ოჩამჩირე ისედაც დაცლილია, გუდაუთა ყოველთვის აფხაზური მოსახლეობის სიმრავლით გამოირჩეოდა, ერთადერთი ქალაქი გალია, სადაც არ ცხოვრობენ სომხები.
იმედია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებას გაეროში, ევროპის პარლამენტში, მიმართავს აქ მყოფფ დიპ კორპუსს, ასევე იმედია სომხეთს მიმართავენ საპროტესტო ნოტით საქართველოს ტერიტორიაზე სომეხი ეროვნების მოქალაქეების ჩასახლების გამო.
P.S
თქვენი მონა-მორჩილი საკმაოდ პატარა ასაკის მიუხედავად აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარტიზანული მოძრაობის დროს და საკუთარი თვალით აქვს ნანახი სომხური "ბაგრამიანის" ბატალიონის ნამოქმედარი გალის დაბალი ზონის სოფლებში, გადამწვარი ქართველების სახლების სახით.
imageimage





0
554
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
554