x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინის "ნაციონალისტური" მოძრაობის ლიდერი იაროში, რუსეთს გაზსადენი და ნავთობსადენი მილსადენების აფეთქებით ემუქრება.


image
უკრაინის "ნაციონალისტური" მოძრაობის ლიდერი დიმიტრი იაროში
ემუქრება რუსეთს, რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპაში მიმავალი გაზსადენი და ნავთობსადენი მილსადენების აფეთქებით,
რათა შეუწყვიტოს რუსეთს ფინანსური შემოსავლების ძალზე დიდი წყარო.
იაროშმა
უკრაინის მთავრობისა და თანამემამულეებისათვის
გაკეთებულ მიმართვაში, რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში და გაზსადენ
და ნავთობსადენ მილსადენებზე ტერაქტის მოწყობასაც
დაპირდა.
"ჩვენ ვიცით, თუ რა კოლოსალურ
თანხებსაც იღებს რუსეთი უკრაინაში გამავალი ნავთობსადენის და გაზსადენის
წყალობით–სწორედ ამიტომაც გავანადგურებთ ამ მაგისტრალებს, რათა ოკუპანტს შეუწყდეს
დაფინანსების წყარო. მიწა უნდა იწვოდეს ოკუპანტების ფეხქვეშ, ჩვენს ქვეყანაზე
თავდასხმის გამო–განაცხადა "მემარჯვენე სექტორის" ლიდერმა".
ამ
მიმართვისას იაროშმა მოუწოდა თანამემამულეებს შეჰქმნან
"პარტიზანულ–დივერსიული" ჯგუფები, რომლებიც ოკუპაციის დაწყების
შემთხვევაში დაიწყებენ მოქმედებებს მტრის (რუსეთის) ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა იაროშზე საერთაშორისო
ძებნა გამოაცხადა მას შემდეგ რაც, მან "კავკასიის იმარატის" ლიდერს, საერთაშორისო ძებნილ დოკუ უმაროვს
მოუწოდა–ტერაქტები მოაწყოს რუსეთის ტერიტორიაზე.





0
59
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0