x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინა მიიღებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისგან ფინანსურ და სამხედრო სახის დახმარებას

image
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე კვირაში შეჯერდნენ, სამხედრო და ფინანსური სახის დახმარება გაეწიათ უკრაინისათვის მიუხედავად იმისა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, რადგან ნაწილი თვლიდა, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობდა ომის ესკალაცია, ნაწილი კი თვლიდა, რომ უკრაინას სრული უფლება ჰქონდა ჰქონოდა საშუალებები აგრესორისაგან თავის დასაცავად.

უკრაინასა და პოლონეთს შორის ბოლო დროს ძალიან დაიძაბა ურთიერთობა ხორბლის ტრანზიტის გამო, რადგან პოლონეთის გავლით გახსნილი სატრანზიტო დერეფნის გახსნამ პოლონური ხორბლის ფასი დაბლა დაწია, რადგან პოლონელი ფერმერების ხორბლის ნაცვლად პურპროდუქტების მწარმ-ებელმა საწარმოებმა ბევრად იაფი უკრაინული ხორბლის შესყიდვა დაიწყეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო ტექნიკით არ დაეხმარებოდა პოლონეთი, რამაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ამ განცხადებას ევროკავშირის მესვეურების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა პოლონეთის მიმართ. პოლონეთის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და უკრაინა მიიღებდა ყველა სახის დახმარებას პოლონეთისაგამ.

კიევში ჩატარდა სამიტი, სადაც ევროკავშირის წევრი ყველა 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იღებდა მონაწილეობას.
შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც უკრაინა დახმარების სახით მიიღებს 5 მილიარდ ევროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოამზადებენ 40 000 უკრაინელ მებრძოლს.
უზრუნველჰყოფენ უკრაინელი პილოტების "სპეციალურ მომზადებას" უცხოური წარმოების გამანადგურებლების მართვისათვის და გააღრმავებენ ევროკავშირისა და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს შორის კავშირს.

ტოპ 5 უკრაინისათვის გაწეული დახმარების მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

image


0
52
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
52