x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134555
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
სკოლის შეყვარებულებმა 70 წლის შემდეგ ისევ განააახლეს ურთიერთობა
image

აშშ-ში ყოფილი შეყვარებულები 70 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს და გაეთიანდნენ.




შეერთებულ შტატებში 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ საშუალო სკოლის ყოფილი შეყვარებულები ერთმანეთს შეხვდნენ და ახლა ერთად არიან. ამის შესახებ People იუწყება.


90 წლის ბილ ჰასინჯერმა და 92 წლის ჯოან ბლაკანმა მიჩიგანიდან სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ურთიერთობა ჰქონდათ მანამდე, სანამ ბლაკანი 1949 წელს საშუალო სკოლას დაამთავრებდა და კოლეჯში წავიდოდა სასწავლებლად. მოგვიანებით იგი სხვა კაცზე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.მეუღლე 1989 წელს გარდაეცვალა.


image

ამასობაში ჰასინჯერი ჯარში წავიდა, შემდეგ კი ისიც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ის დაქვრივდა 2021 წელს 68 წლიანი ქორწინების შემდეგ.


2022 წელს, ბლაკანი ეძებდა თანაკლასელებს, რათა მოეწყო კლასელების შეხვედრა, როდესაც მოულოდნელად გაახსენდა პირველი სიყვარული. მან გადაწყვიტა ჰასინჯერთან დაკავშირება, რათა გაერკვია, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი მეზობელ ქალაქში ცხოვრობს. სატელეფონო საუბრის შემდეგ წყვილი ერთმანეთს შეხვდა.

image

ჰასინჯერის თქმით, მან შენიშნა, როგორ დაბერდა ბლაკანი, მაგრამ თქვა, რომ ის ისეთივე ხალასი და მხიარული დარჩა, როგორც მრავალი ათეული წლის წინ. მალე პენსიონერები მიხვდნენ, რომ ისევ შეუყვარდათ ერთმანეთი და ისევ წყვილი გახდნენ.


„ჩვენ ისეთივე შეყვარებულები ვართ, ან უფრო მეტად, ვიდრე თინეიჯერების დროს“, აღიარებს ჰასინჯერი.


ახლა წყვილი ყოველ შაბათ-კვირას ერთად ატარებს. შეყვარებულები თამაშობენ სამაგიდო თამაშებს, ხსნიან თავსატეხებს, სეირნობენ და ტკბებიან ერთმანეთის გვერდით ყოფნით. ჰასინჯერი და ბლაკანი დარწმუნებულნი არიან, რომ დარჩენილ ცხოვრებას ერთად გაატარებენ. ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ ერთ სახლში ან პენსიონერთა საცხოვრებელ კომპლექსში გადასვლას.

image

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0