x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134582
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
ქალმა მომავალი ქმარი ნაგავსაყრელზე იპოვა
image

აშშ-ში ქალს ნაგვის ბუნკერებში ქექვის სიყვარულმა ქმარი აპოვნინა.




აშშ-ში ქალი უჩვეულო ჰობის წყალობით გათხოვდა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.


39 წლის ერინ შეფილდი ე.წ. dumpster diving-ით არის დაკავებული - ნაგვის ურნებში და ბუნკერებში ეძებს სხვადასხვა ნივთს, რომელიც მოგვიანებით შეგიძლიათ გაყიდოთ ან თქვენთვის დაიტოვოთ. იგი პირველად შეხვდა 35 წლის დეივს 2009 წელს ქალაქ ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატი, როდესაც ის, მასავით ნაგავში იქექებოდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ასევე ნაგავსაყრელის დაივინგით იყო დაკავებული.



ერინმა და დეივმა ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთად დაიწყეს ნივთების ძებნა ნაგავსაყრელებში.


ისინი ნაგავში პოულობდნენ სახელმძღვანელოებს, ძვირადღირებულ კალკულატორებს, საოფისე ნივთებს, სარეცხ საშუალებებს და სხვა ნივთებს, რომლებსაც შემდეგ ონლაინ ყიდდნენ. რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ ისინი დაწყვილდნენ. ერინი და დეივი აპრილში ქალიშვილის მშობლები გახდებიან.


წყვილი ნაგავში ნივთებს დღემდე ეძებს. ნაპოვნი ნივთების ნაწილი სახლში მიაქვთ ან ერთმანეთს ჩუქნიან.

image

„ჩვენი ქორწინების წლისთავზე ნაგავში ვარდები ვიპოვე. ლამაზები, დამჭკნრები არ იყვნენ, “ - ამბობს დეივი.


ყვავილების გარდა, მამაკაცმა საყვარელ ქალს ყავის ჭიქები, სასანთლეები, სანთლები და ყვავილების ქოთნები აჩუქა. ახლახან კი, ბავშვთა მაღაზიასთან, წყვილმა იპოვა გადადებული ბავშვის საწოლში, ბავშვის სკამი და რამდენიმე ბავშვის ბოთლი პაკეტებში.

image

წყვილის თქმით, ისინი წელიწადში დაახლოებით 20 ათას დოლარს (53 000 ქართული ლარი) შოულობენ გადაყრილი ნივთების გაყიდვით. სამომავლოდ გეგმავენ საკუთარი კომპანიის გახსნას, სადაც ნაგავსაყრელებში აღმოჩენილ ნივთებს გაყიდიან.

0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0