x
image
ქეთი გაბინაშვილი
ჯემალ ქარჩხაძის 10 გამონათქვამი

1. შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია, ქალი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. რადგანაც, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.

2. ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.

3. საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.

4. შეურაცხყოფის მიტევება სილაჩრე და სულმდაბლობაა, ხოლო შურისძიება ბოროტება, რომელიც წამსვე შეურაცხმყოფელის გვერდით მიგიჩენს ადგილს.


5. მდორე ადგილას მდინარეს მეტი სიღრმე აქვს, ვიდრე კლდე-ღრეებში, სადაც ყურისწამღებად მიხტუნავს.

6. სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.

7. დიდება ქურქია. ქურქი გარედან გეხება და რამდენიც არ უნდა იწვალო, შენი სხეულის ნაწილად ვერ აქცევ.

8. ყოველ კაცს განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო გზას უნდა უერთდებოდეს და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული ბილიკია.

9. გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია... სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.

10. სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში.


0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0