x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ უნდა აიღო შენზე მორგებული სესხი?
image

როგორ უნდა აიღო შენზე მორგებული სესხი?


  • Ევროკრედიტი Მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების კვალდაკვალ
  • აიღე შენზე მორგებული ბიზნეს სესხი დისტანციურად
  • სწრაფი ბიზნეს სესხი - ევროკრედიტის შეთავაზება
  • Როგორ ავიღოთ ავტო სესხი დისტანციურად ევროკრედიტში
  • ავტო სესხის რეფინანსირება ევროკრედიტში

ევროკრედიტი მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების კვალდაკვალ


ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს და როგორც წესი, ეს გადაწყვეტილება, ყოველთვის არა, მაგრამ ძალიან ხშირად ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ამ საქმეში თქვენს გადაწყვეტილებებთან მარტო ხართ, თუმცა შეგიძლიათ გყავდეთ საიმედო კომპანიონი ევროკრედიტის სახით - ევროკრედიტში თქვენზე მორგებული სესხი მთავარი პროდუქტების სიაშია და გაიცემა როგორც სწრაფი ბიზნეს სესხი, ასევე ავტო სესხი საუკეთესო პირობებით.



ევროკრედიტი ფართო საზოგადოებას მარტივ და სწრაფ წვდომას სთავაზობს ხარისხიან მომსახურებასა და პროდუქტებზე, ამას კომპანია ციფრული ტექნოლოგიების მაქსიმალურად ათვისებისა და მომხმარებლებისთვის მარტივი ციფრული სერვისების შეთავაზებით ახერხებს. ევროკრედიტში დისტანციურად გაიცემა როგორც ბიზნეს სესხი, ასევე ავტო სესხი.


Კრედიტორი კომპანია შესაძლებლობას გაძლევთ ფინანსური ოპერაციების უმეტესობა კომფორტულად, ონლაინ სივრცეში წარმართოთ. გარდა ამისა, ციფრული შეთავაზებები ხელს უწყობს საქართველოს შორეულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსაც და აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ სხვადასხვა სერვისი დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე.


აიღე შენზე მორგებული ბიზნეს სესხი დისტანციურად



ევროკრედიტში ბიზნეს სესხის აღება დისტანციურად, ვებ-გვერდის www.eurocredit.ge საშუალებით შეგიძლიათ. კატეგორიაში “ბიზნეს სესხი”, სულ რამდენიმე მარტივი ველის შევსებით, შეძლებთ სასურველი თანხის მოთხოვნაზე განაცხადის დაფიქსირებას.


ევროკრედიტში ალტერნატიული დანახარჯების თავიდან არიდებაში, ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი გეხმარებათ. გრაფიკი მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალსიწინებით დგინდება. ამასთან, მსესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც, სესხის სრული ვადის პერიოდზე.


ომპანიაში სწრაფი ბიზნეს სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და უდაოდ არის კომფორტული შეთავაზება. არგუმენტად გეტყვით, რომ ეს არის ბიზნეს სესხი, რომლის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ და ამიტომაც, პროდუქტი, თავის დროზე, მომხიბვლელი აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკრედიტთან წლებია თანამშრომლობენ.


ევროკრედიტის ვებგვერდზე მარტივად არის ახსნილი, თუ როგორ შეგიძლიათ სესხის აღება უსწრაფესად. დისტანციურად შეძლებთ მიიღოთ ყველანაირი ინფორმაცია, მაგალითად, ერთი ამოკითხვით გაარკვიოთ, რომელია ის მარტივად მოსაძიებელი დოკუმენტები, რომლებიც ევროკრედიტში სესხზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში დაგჭირდებათ. კატეგორიაში “ბიზნეს სესხი”, სულ რამდენიმე ველის შევსებით შეძლებთ სესხის მოთხოვნაზე განაცხადის დაფიქსირებას. ამ მომენტიდან, ევროკრედიტის გუნდი მყისიერად იწყებს მუშაობას, რათა სესხის სწრაფად და მარტივად აღება შეძლოთ.


თქვენი უპირატესობაა, რომ ბიზნეს სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და არ გჭირდებათ უძრავი ქონების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ 10 000 ლარამდე თანხა, ამ შემთხვევაში კომპანია არც მიზნობრიობას ამოწმებს. Მიზნობრიობა ევროკრედიტში მოწმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს 10 000 ლარზე მეტი თანხის მიღება სურს და სესხის უზრუნველყოფა მხოლოდ ამ ნაწილში მოგეთხოვებათ.


Როგორ ავიღოთ ავტო სესხი დისტანციურად ევროკრედიტში



კომპანიის მისიაა მაქსიმალურად გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება და ამ ამბავში მათი მთავარი მიდგომაა გასცენ სესხი ბარიერების გარეშე, რაც მკაფიოდ ასახავს იმას, რომ მომხმარებელზე ორიენტირებულობა ევროკრედიტის კულტურის და სამუშაო ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. ამ ამოცანის ზედმიწევნით შესრულების მიზნით, კომპანიამ ინოვაციური გადაწყვეტილება მიიღო მიმდინარე წელს - ადამიანებს შესთავაზა ავტო სესხის დისტანციური სერვისი და სურვილის შემთხვევაში, რეფინანსირების შესაძლებლობა.


ევროკრედიტში Მარტივი და სწრაფი ავტო სესხი რომ აიღოთ, საკმაირია იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე. თქვენი უპირატესობაა, რომ აუცილებელი არ არის შემოსავალი საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეთ და კომპანია ჩარიცხვების შესახებ დოკუმენტს არ ითხოვს, საკმარისია, გქონდეთ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი.


ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ავტოსესხის ლიმიტზე გავლენას ახდენს ავტომობილის ღირებულება. კერძოდ, ევროკრედიტში ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ მანქანებზე, რომლებიც 2 000 წლის შემდეგ არის გამოშვებული. Შეძლებთ როგორც განბაჟებული, ასევე განუბაჟებელი ავტომობილის უზრუნველყოფას.


ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკრედიტში სესხის ლიმიტი თქვენს გადახდისუნარიანობას განსაზღვრავს. თქვენი შემოსავალი, საკრედიტო ქულა და ავტომობილის ღირებულება ზემოქმედებს იმაზე, თუ რა მოცულობის სესხის რა პირობებით მიღებას შეძლებთ.


სესხის ლიმიტი ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად განისაზღვრება. ავტო სესხი გაიცემა 6-დან 72 თვემდე ვადით, თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500-იდან 50 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, დაანგარიშება ინდივიდუალურად ხდება.


Ევროკრედიტში ავტო სესხის აღება ვოლიფეის აპლიკაციითაც შეგიძლიათ, იმგვარად, რომ თანხას, სულ რამდენიმე წუთში, ვოლიფეის ბარათზე მიიღებთ. Ამ დახვეწილი მასტერქარდ ბარათების გამოყენება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი ბანკომატიდან თანხის გასანაღდებლად, ასევე, სხვადსახვა საჭირო ობიექტში თანხის გადახდისას. თანაც, არამხოლოდ განმეორებით სესხის აღება შეგიძლიათ “ვოლიფეის” გამოყენებით, დისტანციურად, არამედ სასესხო ლიმიტის ფარგლებში, დამატებითი თანხის მიღება და სესხის სრული პროცესის მართვა.


ვოლიფეის გამოსაყენებლად, საკმარისია, გადმოიწეროთ მობილური აპლიკაცია

- ვოლიფეი iOS-ისთვის ვოლიფეი Android-ისთვის.



ავტო სესხის რეფინანსირება ევროკრედიტში


ევროკრედიტში ფინანსური ვალდებულებები არ გამორიცხავს სიახლის მიღების სურვილს და შესაძლებლობას. Საქმე იმაშია, რომ თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა და ახლით ჩანაცვლება მოგინდებათ, მარტივად და სწრაფად შეძლებთ ამ სურვილის შესრულებასაც. Კომპანია გთავაზობთ სესხის რეფინანსირებას. ამ ამბავში ევროკრედიტის გუნდი ნოვატორია და საკრედიტო ბაზარზე, პროცესის ონლაინ წარმართვის შესაძლებლობა მომხმარებელს, საქართველოში, პირველად ევროკრედიტმა შესთავაზა.


ევროკრედიტს რეალური ამბიცია აქვს საქმიან ურთიერთობებთან ერთად, ადამიანებისთვის ასოცირდებოდეს საიმედო პარტნიორთან. ამრიგად, თუ გაჩნდება კითხვა - როგორ უნდა აიღო შენზე მორგებული სესხი? - ვფიქრობთ, პასუხების მთელი დასტა ამ სტატიაში ცალსახად შემოგთავაზეთ, ჯერი მხოლოდ თქვენზეა !



R





0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0