x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზე
image


ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მკი­თხვე­ლი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით ეც­ნო­ბა. აქედან გამომდინარე AMBEBI.GE გთავაზობთ სხვადასხვა ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის წარმომავლობის შე­სა­ხებ ინფორმაციას. უძ­ვე­ლე­სი ძეგ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი ნამ­დვი­ლად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ძველ და თა­ნა­მედ­რო­ვე გვა­რებს შო­რის ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­სხვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს.


სა­ინ­ტე­რე­სოა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლე­ბის სუ­ფიქ­სე­ბი (დაბ­ლო­ე­ბა), ჰგავს თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ებს და გვა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა რა­ტომ ირ­თავს -ძე და -შვილ სუ­ფიქ­სებს (თუ მთი­სა და სა­მეგ­რე­ლოს გვა­რებს არ ჩავ­თვლით) - ამ სა­კი­თხებ­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.


- სა­ნამ ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბის სუ­ფიქ­სებს შე­ვე­ხე­ბი, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კლა­სი­ფი­კა­ცია ხდე­ბა რო­გორც და­ბო­ლო­ე­ბის (სუ­ფიქ­სე­ბის), ისე ძი­რე­ბის მი­ხედ­ვით. რად­გა­ნაც გვა­რე­ბის სუ­ფიქ­სე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, გე­ტყვით, რომ ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლე­ბი მარ­თლაც სუ­ფიქ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებს უსუ­ფიქ­სო გვა­რე­ბიც გვაქვს, მა­გა­ლი­თად: აბა­ლა­კი, ახალ­კა­ცი, ბუ­რძგლა, ბუ­თხუ­ზი, დვა­ლი, კვა­ტი­ტი, ილა­რი­ო­ნი, კან­დე­ლა­კი, ლა­ბა­რი, ლაშ­ხი, მეს­ტუმ­რე, მე­ბუ­კე, მარ­ტო­ლე­კი, შერ­მა­დი­ნი, ცი­ცა­გი, ხა­ბა­ზი და ბევ­რი სხვა.



ქარ­თუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბი ირ­თა­ვენ -ძე, -შვი­ლი, -სკი­რი, -იან (-ან), -ია, -ა (-ვან, -უა, -ა-ვა), -ურ (-ულ), -ელ, -ში (-იშ), -არ, -ჭკო­რი, -ყვა, -ტი სუ­ფიქ­სებს. ის­ტო­რი­ულ და დღეს სა­სა­უბ­რო ენა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია -ათ (-ეთ), აგ­რეთ­ვე მდედ­რო­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე -ფხე (-ხე). ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბას, ქარ­თველ­თა "ეთ­ნო­ტო­მობ­რი­ვი" სიჭ­რე­ლით ხსნის. ეს მო­საზ­რე­ბა არ არის მარ­თე­ბუ­ლი. ქარ­თულ გვარ­სა­ხელ­თა სუ­ფიქ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი ენის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აიხ­სნე­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად კრე­ბი­თო­ბის, კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და სა­და­უ­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. მათ ერთი დატ­ვირ­თვა და ში­ნა­არ­სი (ფუნ­ქცია) აქვთ. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სუ­ფიქ­სე­ბი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი­ცაა, რომ ისი­ნი საკ­მა­ოდ დიდი ხნი­საა, ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზეა წარ­მოქ­მნი­ლი. ყვე­ლა სუ­ფიქ­სი, რომ­ლე­ბიც გვარ­სა­ხელ­თა და­ბო­ლო­ე­ბე­ბა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­ერ­თოა ქარ­თუ­ლი ენობ­რი­ვი ერ­თო­ბის­თვის.


ხში­რად მი­აჩ­ნი­ათ, რომ -ძე სუ­ფიქ­სი და­სავ­ლურ­ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, -შვი­ლი კი - აღ­მო­სავ­ლურ­ქარ­თუ­ლი­სათ­ვის. სა­ის­ტო­რიო და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს არ დას­ტურ­დე­ბა. დღეს შე­იძ­ლე­ბა -ძე სუ­ფიქსს პრი­ო­რი­ტე­ტი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, -შვილს კი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლად აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრი­მა­ტე -ძე ფორ­მატს ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი. დღეს თუ -შვი­ლი და -ძე სუ­ფიქ­სე­ბი სა­ხე­ლებს სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში და­ერ­თვის, თავ­და­პირ­ვე­ლად, ადრე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თით­ქმის XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე, გვარ­სა­ხელ­ში სა­ხე­ლი ძი­რი­თა­დად ნა­თე­სა­ო­ბით ბრუნ­ვა­ში იდგა. მრა­ვა­ლი გვარ­სა­ხე­ლი, დღეს რომ -შვი­ლი სუ­ფიქსს ირ­თავს, თავ­და­პირ­ვე­ლად -ძე სუ­ფიქ­სით იწარ­მო­ე­ბო­და. ამას­თა­ნა­ვე, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ამ ორ სუ­ფიქსს შო­რის სხვა­ო­ბა არ არის. ძველ­ქარ­თულ­ში უფრო "ძე" გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ახალ ქარ­თულ­ში კი - "შვი­ლი".


მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლებს ერ­თვის სხვა ქარ­თუ­ლი სუ­ფიქ­სე­ბიც: -იან (-ან), -ურ (-ულ), -იან, -უან, -ვან (-ოვან) სუ­ფიქ­სებს ირ­თავ­და აგ­რეთ­ვე სა­მეგ­რე­ლო­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბი. აქა­ურ­მა გვა­რებ­მა ბოლო "ნ" თან­ხმო­ვა­ნი და­კარ­გა დიდი ხნის წინ და მი­ვი­ღეთ -ია (-აია), -უა, და -ა (-ვა) სუ­ფიქ­სე­ბი. რამ­დე­ნი­მე მეგ­რულ გვარს აწარ­მო­ებს - სკი­რი სუ­ფიქ­სი, რაც ქარ­თულ -შვილს შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ -იან (-ან) ფორ­მა თუ დღეს გვარ­სა­ხე­ლებს ძი­რი­თა­დად სვა­ნეთ­სა და ლე­ჩხუმ­ში, ნა­წი­ლობ­რივ რა­ჭა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში აწარ­მო­ებს, თავ­და­პირ­ვე­ლად, VIII სა­უ­კუ­ნემ­დე ეს სუ­ფიქ­სი გვარ­სა­ხე­ლებს აწარ­მო­ებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში (იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას -ურ (-ულ) და -ეთ (თ) სუ­ფიქ­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც). აკა­დე­მი­კო­სი სი­მონ ჯა­ნა­შია აღ­ნიშ­ნავ­და, რომ -იან (-ან) სუ­ფიქ­სი­ა­ნი ფორ­მა ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში "და იგი აქ ფე­ო­და­ლიზ­მმა (ფე­ო­და­ლურ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მმა) ამო­აგ­დო, რო­დე­საც, კერ­ძოდ, ფე­ო­და­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ დამ­კვიდ­რდა".


გან­ვი­თა­რე­ბულ და გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში -იან (-ან) ფორ­მატს ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვა და ში­ნა­არ­სი ჰქონ­და, რო­გორც -ძე და -შვი­ლი სუ­ფიქ­სებს. ამ­რი­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ფიქ­სი სა­ერ­თო ქარ­თულ-ქარ­თვე­ლუ­რი სუ­ფიქ­სია და არა მხო­ლოდ მისი ერთი რო­მე­ლი­მე მხა­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ სა­ბუ­თებს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, იმა­საც აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ხში­რად ერ­თსა და იმა­ვე გვარ­ში -შვი­ლი და -იან სუ­ფიქ­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბო­და. ერთ სა­ბუთ­ში ერთი გვა­რი ხან დე­დაბ­რი­ა­ნად და ხან დე­დაბ­რიშ­ვი­ლად იყო ჩა­წე­რი­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხურ­მა სა­მე­ტყვე­ლო ენა­მაც გვარ­სა­ხე­ლებ­ში -იან (-ან) ფორ­მან­ტი დღემ­დე შე­მო­ი­ნა­ხა. XVIII სა­უ­კუ­ნის აღ­წე­რის დავთრებ­შიც კი - უთ­ნე­ლიშ­ვი­ლი, დვა­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლაშ­ვი­ლი ჩა­წე­რი­ლია ასე: უთ­ნე­ლი­ა­ნი, დვა­ლი­ა­ნი, ყვე­ლი­ა­ნი... ანა­ლო­გი­უ­რი მა­გა­ლი­თე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა მო­ვიხ­მოთ. -შვი­ლი სუ­ფიქსს -თი სუ­ფიქ­სიც ენაც­ვლე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, 1833 წლის სო­ფელ ქა­ი­ხე­ვის (არაგ­ვის ხე­ო­ბის მთის­წი­ნე­თი) სა­ეკ­ლე­სიო გლე­ხე­ბის აღ­წე­რა­ში პა­პაშ­ვი­ლე­ბი პა­პა­თის ფორ­მით არი­ან ჩა­წე­რი­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სა­მეგ­რე­ლო­შიც -იან (-ან) სუ­ფიქ­სი იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი: კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, გა­ბუ­ნი­ე­ბი - გა­ბუ­ნი­ა­ნე­ბი, გო­ბე­ჩი­ე­ბი - გო­ბე­ჩი­ა­ნე­ბი და ა.შ.


-ელ სუ­ფიქ­სი­ა­ნი გვარ­სა­ხე­ლე­ბი სა­და­უ­რო­ბის ტი­პის გვა­რებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მისი ფარ­დია -არ სუ­ფიქ­სი. ასე­თი გვა­რე­ბის ფუ­ძეს ად­გი­ლის სა­ხე­ლი (ტო­პო­ნი­მი) უდევს: ბოტ­კო­ვე­ლი სო­ფელ ბოტ­კო­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, იშხნე­ლი - იშ­ხა­ნი­დან, მა­ჩხა­ნე­ლი - მა­ჩხა­ა­ნი­დან, ხი­დუ­რე­ლი - ხი­დუ­რი­დან... განაგრძეთ კითხვა <<<



1
20573
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
20573
  
2020, 26 ოქტომბერი, 18:21
არ ვეთანხმები რადგან სამეგრელოში ბევრი გვარია დაბოლოებით-შვილი, ქორთუშვილი, ბერიშვილი და ასე შემდეგ.
ცოტა პირიქით ხომ არაა პატივცემულო? კეკელიძეები-კეკელიები არიან რეალურად, კობახიძეები კი აზნაური კობახიები, რომლებსაც სამი სოფელი ჰქონდათ მამულად.
ამ პატივცემულის ლოგიკით ჩემი წინაპრები ჩიჩუიანები ყოფილან. :))))
0 1 1