x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ილია მეორე 88 წლის გახდა - რამდენიმე ეპიზოდი იუბილარი პატრიარქის ცხოვრებიდან
image


4 იან­ვა­რი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს-კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის და­ბა­დე­ბის დღეა. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს 88 წელი შე­უს­რულ­და.


მარ­თლმა­დი­დე­ბელ ერს სუ­ლი­ე­რი მა­მის და­ბა­დე­ბის დღეს და მისი ცხოვ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს შე­ვახ­სე­ნებთ:


და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ იშ­ვი­ა­თი ფო­ტო­მა­სა­ლა ილია მე­ო­რეს ცხოვ­რე­ბი­დან



გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი იხ­სე­ნებ­და: უწ­მინ­დეს­ზე რა­ი­მეს თქმა თან ძნე­ლია, თა­ნაც - ად­ვი­ლი. ძნე­ლია იმი­ტომ, რომ უდი­დე­სია მისი როლი ქარ­თველ­თა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში. მან გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია ჩა­ი­ბა­რა, ჩა­ფერ­ფლილ სუ­ლი­ერ ღა­დარს სული უბე­რა და კო­ცო­ნი აა­გიზ­გი­ზა. უწ­მინ­დე­სის სა­ხით ჩვენ ღვთის მად­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა. მისი სი­დი­ა­დე მერე, შო­რი­დან უფრო გა­მოჩ­ნდე­ბა. მას­ზე სა­უ­ბა­რი ად­ვი­ლი კი იმი­ტომ არის, რომ ყვე­ლას მი­მართ სა­ოც­რად თბი­ლი და ახ­ლო­ბე­ლია. ბევ­რჯერ შე­მომ­შვე­ლე­ბია ამ წუ­თი­სო­ფელ­ში. ჩემ­თვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი­ვით არის, დე­დაც არის, მა­მაც, დაც, ძმაც, ნა­თე­სა­ვიც და ახ­ლო­ბე­ლიც. "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი" და "ლუ­კას სა­ხა­რე­ბა" რომ გა­და­ვი­ღე, უწ­მინ­დე­სი მე­უ­ფე­ებ­თან ერ­თად, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­ვი­და.


image


მე­ში­ნო­და, არ გამ­ბრა­ზე­ბო­და, "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი" რომ და­ვარ­ქვი ფილ­მს. ჩვე­ნე­ბის მერე მი­თხრა: - გო­დერ­ძი, ესე­ნი მარ­თლა სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ შენ სა­ი­დან იცი, რომ ადრე ასე ას­წავ­ლიდ­ნენ მთა­ში წერა-კი­თხვა­სო?" მე, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ. უწ­მინ­დეს­მა მა­მის მო­ნა­ყო­ლი გა­იხ­სე­ნა, თურ­მე მარ­თლა ასე ას­წავ­ლიდ­ნენ წერა-კი­თხვას...


და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ თბი­ლის­ში ერთ ახალ­გაზ­რდა ოჯახ­ში ხან­ძარ­მა იმ­სხვერ­პლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გო­გო­ნა. მშობ­ლე­ბი ხან­ძრის დროს შინ არ იყ­ვნენ. პატ­რი­არ­ქმა ეს ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო, მა­შინ­ვე მათ­თან წა­ვი­და. მან ცოლ-ქმარს სა­კუ­თა­რი სა­ხა­რე­ბა და სან­თლე­ბი აჩუ­ქა და დიდ­ხანს ესა­უბ­რა. მი­ვი­და მათ­თან მე­ო­რე დღე­საც, მე­სა­მე დღე­საც... ბო­ლოს სთხო­ვა, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მეს­ტუმ­რე­თო. მათ უა­რის თქმა ეუ­ხერ­ხუ­ლათ და მი­ვიდ­ნენ...


სა­უბ­რი­სას გა­მო­ტყდნენ, რომ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­დათ თა­ვის მოკ­ვლა. რაც პატ­რი­არ­ქმა მათ სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე­ზე მო­უ­თხრო, მისი ირ­წმუ­ნეს და მო­ი­სურ­ვეს, შვი­ლებს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ შეხ­ვედ­როდ­ნენ, და ვიდ­რე იცო­ცხლებ­დნენ, მუ­დამ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის ილო­ცებ­დნენ. პატ­რი­არ­ქმა მათ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ქმა­რი სამი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა - სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი გახ­ლდათ, მისი მე­უღ­ლე კი დღე­საც სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქივს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.


image


სამი ათე­უ­ლი წლის წინ მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­ურს სამი წლის ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. პატ­რი­არ­ქმა ბა­ტო­ნი თე­მუ­რი და მისი მე­უღ­ლე თა­ვის­თან მი­იწ­ვია. სა­უბ­რი­სას შე­ი­ტყო, რომ ბა­ტო­ნი თე­მუ­რი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას აღარ აპი­რებ­და და უთხრა... განაგრძეთ კითხვა <<<



0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0