x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
პირველად საქართველოში - ულაქტოზო მაწონი „სანტესგან“
image


ქართული ულაქტოზო მაწონი - სანტე ჯი ემ-თი პროდუქტების ახალი ხაზის „მსუბუქი დღე“ უახლესი პროდუქტია. ყოველგვარი შიშის და დისკომფორტის გარეშე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში როგორც ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებისათვის, ისე საქმიანი ადამიანებისათვის. რძიანი ყავა, საუზმეზე მაწონი ან მაწვნის დესერტები უკვე აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, დღის არცერთ მონაკვეთში... დისკომფორტი, რომელიც ადამიანებს რძის პროდუქტების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში უვითარდებათ ლაქტოზის აუტანლობის სახელითაა ცნობილი. ეს მოვლენა მოზრდილი მოსახლეობის 70 % აწუხებს და გენეტიკურადაა განპირობებული, თუმცა დღეს არცერთი სინდრომი და დაავადება კლასიკური ფორმით თითქმის აღარ გვხდება, შესაბამისად ლაქტოზის აუტანლობა უკვე ხშირი მოვლენაა ბავშვებშიც. ლაქტოზის აუტანლობა დაავადება არ არის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად თუ არ ჩავთვლით ჩვილობის პერიოდს სინდრომი ძლიერდება.


რა პრობლემა მოჰყვება ლაქტოზის აუტანლობას


წლების განმავლობაში ადამიანი ამ პრობლემის გამო ცდილობდა თავი აერიდებინა რძისა და რძის პროდუქტებისათვის, მათ შორის ისეთი ყოველდღიური პროდუქტისთვის, როგორიც მაწონია.. რა დაკარგა ამით ადამიანმა?


image

კალციუმი და მისი დეფიციტი


ყველაზე დიდი რაოდენობით კალციუმს რძე და რძის პროდუქტები შეიცავს, მათ შორის მაწონი. რა თქმა უნდა კალციუმი სხვა საკვებშიც მოიპოვება, თუმცა ყველაზე კარგად მისი შეწოვა სწორედ რძისა და რძის პროდუქტებისაგან ხდება. სწორედ ამიტომ არის რძის პროდუქტი ბავშვთა კვებაში პირველადი მოხმარების, ყოველდღიური პროდუქტი. კალციუმი ძვლის ქსოვილის შენებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს ძვლები დარბილებას იწყებს, ბავშვს აღენიშნება კუნთების ტკივილი და ზრდაში ჩამორჩენა. ვინაიდან ბავშვის ზრდა განვითარებისათვის კალციუმი სასიცოცხლო ელემენტია, ულაქტოზო რძე და მაწონი ხსნაა მშობლებისათვის კალციუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჰორმონულ ცვლაში. როდესაც სისხლში ამ ელემენტის დონე იკლებს, ზემოხსენებული ფუნქციებისთვის ორგანიზმი ძვლებში ჩალაგებულ კალციუმს იყენებს. ამ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილი ზარალდება. ხშირია ოსტეოპოროზები და ძვლის შეუქცევადი დაზიანება. ჯანსაღი კბილები, კალციუმი და რძის ნაწარმი კი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. გოგონები, რომლებიც გარდატეხის ასაკში სათანადო ოდენობის კალციუმს არ იღებენ, მოგვიანებით უფრო ხშირად ხდებიან ისეთი ვერაგი დაავადების მსხვერპლნი, როგორიც ოსტეოპოროზია, უმთავრესად მენოპაუზის პერიოდში.


კიდევ რა გართულებები მოჰყვება ლაქტოზის აუტანლობას?


ლაქტოზას შეიცავს რძე და ყველა რძის პროდუქტი.გარდა კალციუმისა ეს პროდუქტები შეიცავს ცილებს, A, B12 და D ვიტამინებს.. თუ ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მინერალების და ვიტამინების შეწოვა არ ხდება მივიღებთ ისეთ პრობლემას, როგორიც წონაში კლება და ორგანიზმის გამოფიტვაა. რაც თავის მხრივ ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორებიცაა: ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი, მალნუტრიცია. გარდა ძვლების ადვილად მსხვრევადობისა ამ დროს რთულად ხორცდება ჭრილობები, პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობა და დეპრესია...

image

მკურნალობა და გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობისას:


ქართული ნატურალური ულაქტოზო რძე და მაწონი „მსუბუქი დღე“, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კალციუმზე, კალიუმზე და სხვა მინერალებზე დღიური მოთხოვნილების ნორმის 20 %, ისე, რომ არ იწვევს ზემოთჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს. ფერმენტის წყალობით პროდუქტში დაშლილი ლაქტოზა მაწონს და რძეს მსუბუქ მოტკბო გემოს ანიჭებს. რეკომენდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შეუზღუდავი რაოდენობით.


(R)



0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0