x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელებმა საზღვაო დრონებით დააზიანეს და ჩაძირეს რუსული სარაკეტო კატარღა "ივანოვეცი"

image
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, მთავარი სადაზვერვო სამმართველო და ტელეგრამ არხები იტყობინებიან, დღეს გამთენიისას უკრაინელმა დივერსიულმა ჯგუფმა საზღვაო დრონებით დააზიანა და ჩაძირა რუსული სარაკეტო კატარღა "ივანოვეცი", რომლის ღირებულება 60 მილიონიდან 70 მოილიონამდე ღირს რაკეტების მარაგის გარეშე.

მოგეხსენებათ უკრაინა წარმატებით იწყენებს დასავლელი პარტნიორების და საკუთარი წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და დრონებს, უკრაინული საზღვაო დრონები წარმოადგენს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ, სწრაფმავალი ძრავით აღწურვილ დრონ-ტორპედოს, რომელიც მართვადია ან თვითდამიზნებადი უცხოური წარმოების თავაკითაა აღჭურვილი, რისი წყალობითაც დღეღამის ნებისმიერ დროს შეუძლია იერიში მიიტანოს მოწინააღმდეგის საზღვაო ძალების სამხედრო გემებზე, განურჩევლად მათი მოცულობისა თუ დაცულობისა.
სარაკეტო კატარღის მიმართულებით გაშვებულ იქნა რამდენიმე დრონი, ნაწილი რუსებმა ააფეთქეს, მაგრამ ეშელონისებურად შემტევი დრონების განადგურება ვერ შესძლეს, შესაბამისად უკრაინულმა დრონებმა მძიმედ დააზიანა რუსული სარაკეტო კატარღა, რომელიც მალევე ჩაიძირა. ამ ეტაპზე უცნობია ეკიპაჟის ბედი, სავარაუდოდ დიდი ნაწილი გადარჩებოდა, რადგან კატარღის დაზიანებიდან ჩაძირვამდე გარკვეული დრო გავიდა, თუმცა კატარღის დაზიანების კოეფიციენტიდან და აფეთქების სიმძლავრიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა კატარღის ეკიპაჟიც განადგურებულიყო მასთან ერთად.

რას წარმოადგენდა სარაკეტო კატარღა
ივანოვეცი":

ესაა 12411 "ელვას" ორიექტის დიდი სარაკეტო კატარღა, მისი დანიშნულება იყო გაენადგურებინა მოწინააღმდეგის მოწინააღმდეგის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები, განურჩევლად იმისა თუ რა ტიპის თუ დანიშნულებისა იქნებოდა ის. სარაკეტო კატარღა "ივანოვეცს", ასევე ევალებოდა დაეცვა რუსული სამხედრო გემები საზღვაო და საჰაერო თავდასხმებისაგან.
გემი შავი ზღვის რუსული ფლოტის შემადგენლობაში მიიღს 1989 წელს.

image

რუსეთის შავი ზღვის რუსულმა ფლოტმა უზარმაზარი დანაკარგები განიცადა უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რის გამოც რუსული სამხედრო ფლოტი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაისროლეს, მაგრამ სამხედრო ფლოტის გარკვეულ რაოდენობას რუსეთი მაინც იყენებს სარაკეტო იერიშებისათვის უკრაინის წინააღმდეგ. სარაკეტო კატარღა
"ივანოვეცი" აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო მოქმედებებში. კატარღა განადგურებულ იქნა ოკუპირებულ ყირიმში.



0
122
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
122