x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელების შურისძიება თუ რუსების შეცდომა? - კრასნოდარის მხარეში რაკეტამ ჩამოაგდო რუსული მზვერავი თვითმფრინავი
image
რუსეთში გამთენიისას რაკეტით ჩამოგდებულ იქნა ივანოვოში ბაზირებული, რუსული მზვერავი თვითმფრინავი " А-50"-ი, რომელსაც სამხედროები მეტსახელად მფრინავ რადარს ეძახიან. აღნიშნული თვითმფრინავი შექმნილია 'ИЛ76"-ის ბაზაზე და განკუთვნილია შორ მანძილზე ფრენისა და სადაზვერვო მონაცემების შეგროვება-გადაცემისათვის.


აღნიშნული თვითმფრინავი უწევდა კოორდინაციას რუსულ სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო დანაყოფებს ცეცხლის მართვაში.


აღნიშნული თვითმფრინავი განსაკუთრებით აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას ავდეევკასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსულ გენშტაბს და სამხედრო ნაწილებს, რომელი ინფორმაციის საფუძველზეც რუსული საფრონტო ავიაცია მასიურად ბომბავდა ავდეევკის დამცველ უკრაინულ დანაყოფებს პლანირებადი ბომბებით, რომელთა წონა 500 კილოგრამიდან 1500 კილოგრამამდეა.


უკრაინელების დანაკარგი ყოველდღიურად იზრდებოდა, რის გამოც უკრაინის გენერალურმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ავდეევკიდან გაეყვანა ავდეევკის დამცველი უკრაინული დანაყოფები.

კრასნოდარის მხარეში ხუტორ "ტრუდოვაია არმენიაში" რაკეტის მოხვედრის შემდეგ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟის ათივე წევრი დაიღუპა.
საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული ხუტორი, სადაც რაკეტა მოხვდა რუსულ მზვერავ თვითმფრინავს, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 256 კილომეტრითაა დაშორებული.



როგორც ცნობილია უკრაინას აქამდე არ ჰქონდა შორ რადიუსზე მოქმედი "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტები, არც "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტები, რომლებსაც შეეძლო ჩამოეგდო რუსეთის კოსმოსური ძალების არსენალში მყოფი ისედაც მცირე რაოდენობის "А50" მზვერავი თვითმფრინავი.

რამდენიმე თვით ადრე უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საფრენ აპარატებს რამდენიმე თვეში ჯოჯოხეთს მოუწყობდნენ.
საინტერესოა, რუსული თვითმფრინავი ახალმა უკრაინულმა რაკეტამ ჩამოაგდო თუ უკრაინის მოკავშირეებმა მიაწოდეს უკრაინას "მიწა-ჰაერის" ან "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტები, პირადად მეეჭვება მოკავშირეებს გადაეცათ უკრაინისათვის აღნიშნული კლასის რაკეტები.

შეშინებული გოგონა ჩამოგდებულ ვერტმფრენზე საუბრობს, მაგრამ რეალურად ჩამოგდებულ იქნა მზვერავი, შორი მოქმედების თვითმფრინავი.



image

0
355
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
355