x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთიანმა ყარაბაღმა, როგორც თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა?

image
მას შემდეგ რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ოფიციალურად გამოხატა უკმაყოფილება რუსეთისადმი, როგორც მოკავშირისადმი, რუსმა "მშვიდობისმყოფელებმა", როგორც ჩვევიათ ხოლმე ხელი არ გაანძრიეს როცა აზერბაიჯანულმა მძიმე არტილერიამ მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის კონტროლქვეშ მყოფ დასახლებულ პუნქტებს და სეპარატისტების პოზიციებს შეუტია.
მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობასა და ოფიციალურ ბაქოს შორის შედგა შეთანხმება რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი მთლიანად გადადის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ, ხოლო ბაქო პასუხისმგებლობას იღებს მთიან ყარაბაღში მცხოვრები თითოეული მცხოვრების უსაფრთხო და მშვიდობიან ცხოვრებაზე.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართულ საბრძოლო მოქმედებებში და ახლა ბუნებრივია ბაქოს გარანტიების არ ჯერა და ბუნდოვან მომავალს დევნილობა ურჩევნია.

ათეულობით ათასი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე მიადგა სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტებს, დევნილთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მესაზღვრეები ვერ აუდიან დევნილების აღიცხვას.

როგორც იტყობინება "24News.Am"-ი, დღეს მოსკოვის დროით 12 საათზე ხელშეკრულების თანახმად სრულად უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები ორივე მხრიდან.

«საკითხების გადასაწყვეტად, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფადაა საჭირო, ხვალ ქალაქ ევლახში უნდა მოხდეს შეხვედრა, სადაც უნდა შეთანხმდნენ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ხელისუფლება. მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის გადაბარებისათვის გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც», —ნათქვამია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

0
287
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
287