x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას საჰაერო ბაზირების შორი რადიუსის რაკეტები გადასცა
image
რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა რომ განიხილებოდა უკრაინისათვის "ჰაიმარსის" რაკეტებზე ბევრად შორი მოქმედების, საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების "Storm Shadow"-ს გადაცემა.


როგორც CNN იტყობინება ბრიტანეთმა უკვე გადასცა რამდენიმე ერთეული შორი რადიუსის მოქმედების ფრთოსანი რაკეტა უკრაინას, აღნიშნული რაკეტა ბრიტანეთ-საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმია, უკრაინას გადაეცა საექსპორტო რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრამდეა.


ბრიტანეთის და საფრანგეთის შეიარაღებაში არსებული აღნიშნული რაკეტის "საშინაო" მოდიფიკაციის მოქმედების რადიუსი 560 კილომეტრს აღემატება (მოდიფიკაციას და გაშვების სიმაღლეს გააჩნია), ავითარებს 0, 8 მახ სიჩქარეს, მოქმედებს პრინციპით: "გაისროლე-დაივიწყე". რაკეტის ეფექტურობის კოეფიციენტი 07%-ია და მისი დანიშნულებაა განსაკუთრებით სტრატეგიული ობიექტების განადგურება.


თავად რაკეტის წონა 1300 კილოგრამია. "Storm Shadow"-ამჟამად ყველაზე შორი მოქმედების რაკეტაა უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში.



განსაკუთღებით საინტერესო კი ისაა, რომ ამ რაკეტის დაკიდება არაა ადაპტირებული საბჭოთა წარმოების უკრაინულ მოიერიშეებზე, გამანადგურებლებზე ან საფრონტო ბომბდამშენზე, აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ან თავად ბრიტანეთი ან საფრანგეთი აპირებს რაკეტების პარალელურად გადასცეს უკრაინას იმ ტიპის სამხედრო დანიშნულების ავიაცია, რომელიც უკრაინელ მფრინავებს საშუალებას მისცეს გაანადგუროს რუსების სამეთაურო შტატები, განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სიღრმეში, ვთქვათ ყირიმში ან დონბასის რეგიონის სიღრმეში. თუმცა უკვე ითქვა, რომ პოლონური საფრონტო ბომბდამშენები "SU24", მოდიფიკაციის შემდეგ ადაპტირებულია აღნიშნული რაკეტების ტარება-გაშვებისათვის.


შესაძლოა უკრაინულ საფრონტო ბომბდამშენებს უკვე ჩაუტარდა სათანადო მოდერნიზება რაკეტების პილონებზე აღნიშნული რაკეტის დასაკიდან ან უკრაინას გადასცემენ ევროპულ თვითმფრინავებს.


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა უკრაინელებისათვის ფრთოსანი, შორი რადიუსის რაკეტების გადაცემა.

0
57
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
57