x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რის გამო იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე?
image

როდესაც კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ ჯგუფ "ივერიასთან" ერთად მიუზიკლი “ფიროსმანის" დადგმა გადაწყვიტა და მთავარი-ნიკალას როლის შესრულება თემურ წიკლაურს ანდო, მომღერალმა სულით ხორცამდე გაითავისა დაკისრებული მისია.


თემურ წიკლაურმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად მიახლოებოდა უნიჭიერესი მხატვრის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, მის გაუსაძლის ყოფას, უკიდურეს სიღატაკეს და გაჭირვებას, ამიტომაც დაუჯერებელი გამბედაობა გამოჩინა – 21 დღის განმავლობაში განერიდა ყველას და ყველაფერს, მხოლოდ წყალს იღებდა, უარი თქვა საკვებზე, მხოლოდ წიგნებს კითხულობდა. თბილისის ძველ უბანში – ავლაბარში კიბის ქვეშ იცხოვრა, როგორც სულმნათმა ნიკო ფიროსმანაშვილმა.

მხოლოდ ამის შემდეგ მომღერალმა თავს უფლება მისცა ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ მიუზიკლში მიეღო მონაწილეობა და ალბათ სწორედ ამიტომაც, ასეთი წინამოსამზადებელი პერიოდის წყალობით, თემურ წიკლაურის შესრულებილ "ფიროსმანს" საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.



თემურ წიკლაური დღეს შემთხვევით არ გავიხსენეთ, 1 თებერვალი მისი გარდაცვალების დღეა, შეგახსენებთ, მოღერალი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად 2021 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.


0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0