x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვალერი და კონსტანტინე მელაძეს მამა გარდაეცვალათ
image

შოთა მელაძე 20 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა უმცროსმა ვაჟმა, მომღერალმა ვალერი მელაძემ განაცხადა.


დაახლოებით ერთი თვის წინ, 90 წლის შოთა კონსტანტინეს ძე მელაძე კორონავირუსის გართულების გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს. 2023 წლის ბოლოს ის დაავადდა Covid-19-ით. მას სახლში მკურნალობდნენ, თუმცა შემდეგ ფილტვებში გართულებები განუვითარდა. მხოლოდ ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.


ერთი თვე გაგრძელდა ბრძოლა მისი სიცოცხლისთვის. მაგრამ როგორც ჩანს ხანდაზმული ორგანიზმი ვეღარ გაუმკლავდა დაავადებას.



მშობლის გარდაცვალების გამო ვალერი მელაძემ კონცერტები ყაზახეთსა და უზბეკეთში იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე გადადო.


მომღერლის გამოსვლა ალმა-ატაში 20, 23 და 25 იანვარს იყო დაგეგმილი. ეს კონცერტები 2, 4 და 6 თებერვალს გადაიდო. ტაშკენტში 22 იანვარს დაგეგმილი კონცერტი 7 თებერვლისთვის გადაიდო. აღსანიშნავია, რომ ადრე შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება ახალი თარიღებისთვისაც.


მელაძემ განცხადება მამის გარდაცვალებაზეც კიდევ იმიტომ გააკეთა, რომ გაეფანტა გავრცელებული ჭორები, იმის შესახებ, რომ თითქოსდა შუა აზიის რესპუბლიკებში მის კონცერტებს ბოიკოტი გამოუცხადეს.




ვალერის უფროს ძმას, კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძეს მამის გარდაცვალებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.ძმებს ჰყავთ კიდევ ერთი და, ლიანა, კომპანია «Velvet Music»-ის პროდიუსერი.

image

და-ძმა მელაძეების მთელი ოჯახი - ბებია, ბაბუა, მამა და დედა - საბჭოთა პერიოდში მუშაობდნენ ინჟინრებად ქალაქ ბათუმში. ძმები, სკოლის დამთავრების შემდგომ ოჯახურ ტრადიციას გაყვნენ და ჩააბარეს ქალაქ ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთშენებლობის უნივერსიტეტში, ინჟინრის სპეციალობაზე, თუმცა სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს შექმნეს პირველი ჯგუფი "აპრილი", რის შემდეგაც, საბოლოოდ მათი კარიერა მუსიკის მიმართულებით გაგრძელდა.

0
172
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0