x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არა, რუსეთში კიდე წაიკონცერტებს, რამე რო იყოს, მაგრამ თანაპარტიელები გაუწყრებიან"-გელა ზედელაშვილი

image

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მომღერალ ნინო ქათმაძის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ საახალწლო კონცერტებზე აღარ იწვევენ.



"ჯერ დოის კისერში წაჭერილი მარწუხების ამბავი არ მოგვინელებია, ახლა ესა!
* (შენიშვნა:გულისხმობს რეჟისორ დათო დოიაშვილს)
ქალბატონი “დალა ბულალა'' წუხს, ზემოდან ყუფარაძემ დარეკა და სათანადო ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ჩუმად ვყოფილიყავი, ანუ სიმღერისა და კონცერტების გარეშეო, ყველგან იბრძოლეს, სადაც შეეძლოთო.
“ნაცკულტურელებს'' პირდაპირ და გასაგებად არც ლაპარაკი შეუძლიათ, არც წერა, აეგრე შორიდან უვლიან, ღვლარჭნილად და გაუგებრად.
თუმცა!
ის მაინც გასაგებია, ქალბატონი “დალა ბულალა'' რას აღუშფოთებია - აღარც მამღერებენ, აღარც კონცერტებს მატარებინებენო... ვინ აღარ ამღერებს და ვინ აღარ ატარებინებს კონცერტებს?
თვითონ არ ამბობს, მაგრამ ჩვენ უნდა დავასკვნათ - რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა, თბილისის მერია, აჭარის მთავრობა და ასე შემდეგ.
ქალი დღეგამოშვებით ოკუპანტ რუსეთში “დალა ბულალობდა'', დაკონცერტობდა და ეხლა კიდე წალენჯიხაშიც აღარ იწვევენ, ყველას დაავიწყდა.
არა, რუსეთში კიდე წაიკონცერტებს, რამე რო იყოს, მაგრამ თანაპარტიელები გაუწყრებიან... სანამ რუსეთი უკრაინას დაარტყამდა, თავის ჭკუაზე დათარეშობდა, ახლა თავს იკავებს, ულამაზო გამოდის, უკრაინაში ხალხი იხოცება და ამან კიდე ოკუპანტებს უნდა უმღეროს?!
*
არადა, რუსეთი 1993 წლის შემდეგაც და 2008 წლის შემდეგაც ოკუპანტი იყო, ქართველებიც ბლომად იხოცებოდნენ, მაგრამ ეს მაინც მღეროდა, რუსების წინაშე “დაბულალაობდა'', ჩელიაბინსკიდან ფულებს ეზიდებოდა და კმაყოფილებასაც გამოთქვამდა.
ისე, სულ ტყუილად იკავებს თავსა, მაგისი თანაპარტიელები და თანამოაზრეები ჩუმ-ჩუმად მაინც დაძვრებიან ჩელიაბინსკში, ზოგს ბიზნესები აქვს, ზოგმა სახლები გააქირავა, ზოგს კიდე აქეთ ურიცხავენ რუბლებს, იქ ჩასვლაც აღარ სჭირდება. აბა, ლიაკა ხოშტარიამ ყოველი თვის ბოლოს ჩელიაბინსკში რო ირბინოს, ეგრე სად არი?!
*
მოკლედ, ქალბატონი “დალა ბულალა'' გვპირდება, უახლოეს ხანში უფრო ბევრ რაღაცებს ვიტყვიო.
რა უნდა თქვას?
ისეთი არაფერი, ხელისუფლებას “ამხელს'' ყველა დონეზე, ფილარმონია ქალს სამღერლად აღარ მიწვევენ, ირგვლივ სუ ყრუებს ამღერებენო. პრეტენზიებს ან კალაძეს წაუყენებს, ან კიდე ღარიბაშვილს, ქვედა რგოლებში არ ჩამოვა, ეგრე არ დაწვრილმანდება.
ჩვენში დარჩეს და... ალბათ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც მომღერლებს ამნაირი პრეტენზიები გააჩნიათ - განა დამოუკიდებლად გამართული კონცერტებით და ჰონორარებით ირჩენენ თავს? არა, მთავრობას მისჩერებიან, გვამღერეთ და გვარჩინეთო. აბა, რა ვქნათ, ჩვენში ხომ შოუბიზნესი არ არსებობსო? ჩვენში ხომ ხალხი კონცერტებზე არ დადისო? ჩვენში ხომ მუსიკა აღარავის აინტერესებსო?
არადა!
საკმარისია, ვინმე უცხოელი, თუნდაც ჩამოწერილი მუსიკოსი ჩამოიყვანონ, ეგრევე დარბაზები ივსება და თან რა ფასად? ბილეთი ოთუზბირი რომ ღირს!
ამათ სიმღერა არ იცოდნენ, ესენი რუსთაველ ჰამლეტას და ბენოს რეპერტუარს ვერ გასცდნენ, ხალხისა რა ბრალია?
ჰა, მსმენელმა რა ქნას, დამპალ-დუმპალ სიმღერებში ფული რანაირად გადაიხადოს?!
*
აი, ამიტომაც იძახიან, ზემოდან ყუფარაძემ დარეკა, საერთოდ გამაჩუმეს, დამადუმეს და პირზე ხელები ამაფარებინესო.
ყუფარაძემ არა, შაშამ, კოლამ და თემურ ჭყონიამ დარეკეს, ეგაც ვერ გაურკვევია ხეირიანად ქალბატონ “დალა ბულალას''!–წერს გელა ზედელაშვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნინო ქათმაძემ ასეთი განცხადება გააკეთა:


"ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ჩუმად, ანუ სიმღერის, კონცერტების გარეშე. იბრძოლეს ყველგან და ყველასთან, სადაც შეეძლო. ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები. სამწუხაროდ ვერცერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი“, - მუსიკოსი ნინო ქათამაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც მას ბოლო რამდენიმე წელია არ იწვევენ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე, მისი სამოქალაქო პოზიციაა.



0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0