x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომავალი წლიდან "ევროვიზიის" რუსული ანალოგი ჩატარდება

image

ევროვიზიის პირველი რუსული ანალოგის თარიღი ცნობილია. მიხეილ მიშუსტინის თქმით, "ევროვიზიის" პირველი ალტერნატივა, სახელად „ინტერვიზია“ 2024 წელს უნდა გაიმართოს.



რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ პირველი „ინტერვიზია“ რუსეთში 2024 წელს უნდა ჩატარდეს. მის სიტყვებს "რია ნოვოსტი" ციტირებს.


„პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დადგინდება შემოქმედებითი კონკურსის წესები. ჩვენ შევქმნით მუდმივ საორგანიზაციო კომიტეტს და შევარჩევთ ეროვნული ჟიურის წარმომადგენლებს“, - განაცხადა მიშუსტინმა და აღნიშნა, რომ კონკურსი იქნება ნათელი და არაორდინალური მუსიკალური ზეიმი.



მანამდე პროდიუსერმა ვიქტორ დრობიშმა შეაფასა " ევროვიზიის" რუსული ანალოგის შექმნის იდეა.




ნოემბრის თვეში, კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ წამოაყენა წინადადება "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის რუსული ანალოგის შექმნის შესახებ, სახელწოდებით "ინტერვიზია".


პირველი არხის გენერალური დირექტორის, კონსტანტინ ერნსტის თქმით, კონკურსში არავითარი პოლიტიკური შეზღუდვები და ზეგავლენა არ იქნება.



„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კონკურსსი და ასევე ვიწვევთ ყველა სხვა ქვეყანას შეუერთდნენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა მან.



კონკურსი მსგავსი სახელწოდებით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს;



საერთაშორისო სიმღერის კონკურსი, "ინტერვიზია" 1977-1980 წლამდე იმართებოდა პოლონეთის ქალაქ სოპოტში, შემდეგ სახელი გადაერქვა და ეწოდა "სოპოტის ფესტივალი" კონკურსანტები იყვნენ ძირითადად სოციალისტური ქვეყნებიდან, ხოლო მიწვეული სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ვთქვათ გლორია გეინორი, ელტონ ჯონი, უიტნი ჰიუსტონი, "ბონიემი", ჩაკ ბერი და სხვები.

image

2008 წელს კომპანია "წითელმა კვადრატმა" მოაწყო კონკურსი სოჭში "ინტერვიზია-ხუთი ვარსკვლავი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოპ- და როკ-მუსიკის შემსრულებლებმა დსთ-ს ქვეყნებიდან. მას შემდეგ ფესტივალი აღარ ჩატარებულა.

1
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
2023, 19 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1