x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ აყურებინეს ანდრეი მაკარევიჩს თბილისში ერთი და იგივე პორნოფილმი
image

დღეს, 11 დეკემბერს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა საბჭოთა და რუს გიტარისტს, მომღერალს, სიმღერების ავტორს, მხატვარს, პროდიუსერს, ტელეწამყვანს, პუტინის ხელისუფლების მწვავე ოპონენტს და რაც მთავარია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ფაქტობრივად პირველი და ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფის "Машина времени"-ის დამაარსებელ და ლიდერს ანდრეი მაკარევიჩს.


დღეს ერთ კურიოზულ მომენტს გავიხსენებთ ანდრეი მაკარევიჩის ცხოვრებიდან რომელიც ქალაქ თბილისში გადახდა, 1980 წელს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ როკ-ფესტივალზე "გაზაფხულის რიტმები", რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიმართა, სადაც ჯგუფმა სიმღერებით "Снег»(თოვლი) და «Хрустальный город»(ბროლის ქალაქი) ესტონურ ჯგუფ "მაგნეტიკ ბენდთან" ერთად პირველი ადგილი დაიკავა.



"1980 წელს თბილისში ვიყავით, სტუმრად მიგვიწვიეს, გვითხრეს, რომ ახლა ტელევიზორს და ვიდეომაგნიტოფონს მოიტანდნენ.ვუყურეთ "ბერძნულ ლეღვის ხეს", (ფოტოზე კადრი ფილმიდან) შემდეგ მეორე ოჯახში დაგვპატიჟეს და იქაც იგივე ფილმი ჩაგვირთეს, შეგვეხათრა რომ გვეთქვა, რომ უკვე ნანახი გვქონდა..ასე, რომ 6-ჯერ ვნახე ეგ ფილმი, ზეპირად ვიცი."-იხსენებს ანდრეი მაკარევიჩი.


image


ამის გარდა შემოქმედის მრგვალ იუბილესთან დაკავშირებით, გაგახსენებთ ჯგუფ "მაშინა ვრემენის" რამდენიმე პოპულარულ სიმღერას.




0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0