x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ ჩნდება ცისარტყელა?

ცისარტყელა უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. მსოფლიო ხალხთა შორის უამრავი ლეგენდაა გავრცელებული ცისარტყელაზე, მაგრამ უმეტეს მათგანს მსგავსი შინაარსი აქვს: ცისარტყელა წვიმის ( რისხვისა და შფოთის) შემდეგ მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ გვევლინება.


ბიბლიაში ის ჩნდება, როგორც ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მიცემული ნიშანი პატიების და შერიგების. ცისარტყელას შესახებ პირველი თეორია 1937 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა რენე დეკარტმა მოგვცა. ცისარტყელა იმიტომ ჩნდება, რომ სინათლის სხივი ჰაერში მოლივლივე წვიმის ან ნისლის წვეთებში გარდატყდება და სხვადასხვაფრად იშლება. დედამიწიდან ცისარტყელა რკალივით ჩანს. ფერთა ნაკადიც გარდატყდება პრიზმაშიც.

ცისარტყელაში ფერების თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორიც სინათლის სპექტრში: გარე წრეზე - წითელი, შიდა წრეზე - იისფერი.

ცისარტელის მსგავსი მოვლენა შეიძლება იხილოთ შადრევნის, ჩანჩქერის შხეფებშიც.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0