x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი მუსიკოსები ფრედი მერკურის შესახებ საუბრობენ
image

24 ნოემბერი, საკულტო მომღერლის, ფენომენალური ხმის პატრონის, ფრედი მერკურის გარდაცვალების დღეა, "ქუინის" სოლისტი 1991 წელს 45 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა.მასზე ძალიან ბევრი დაწერილა და თქმულა, ამიტომ დღეს სხვა კუთხით გაგაცნობთ დიდებულ მომღერალს.ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება თუ როგორ აფასებდნენ მის შემოქმედებას და რას ფიქრობდნენ მასზე კოლეგა მუსიკოსები:



" ფრედი უნიკალური იყო, პოპ-მუსიკაში ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება. ის იყო არა მხოლოდ მომღერალი, არამედ ფანტასტიკური შემსრულებელი, თეატრის კაცი და ადამიანი, რომელიც მუდმივად გარდაიქმნებოდა. მოკლედ, გენიოსი. ეს ყველაფერი მასზე და დევიდ ბოუიზეა."-ლედი გაგა




"ბავშვობაში ფრედი მერკურის სიმღერების ტექსტი რომ არ მქონოდა, არ ვიცი სად ვიქნებოდი. მან მასწავლა მუსიკის ყველა ფორმა... ეს მიხსნიდა გონებას. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მყოლია მასზე დიდი მასწავლებელი.-აქსელ როუზი




"ქუინის" მოსმენაში ფურგონში ჩავთვლიმე, ისევ და ისევ და დავსვი აკუმულატორი ფურგონში. მაშინ ჩვენ ჩავრჩით . ეს რამდენჯერმე მოხდა. მე ვაჯენდი ბოლომდე აკუმულატორს, რადგან ძალიან ბევრ Queen-ს ვუსმენდი".-კურტ კობეინი -იხსენებს ბავშვობაში მამის მანქანით სეირნობას.



"ყველა თეატრალურ შემსრულებელს შორის ფრედი დანარჩენზე შორს წავიდა. ზღვარს გადააბიჯა. და, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ მამაკაცი, რომელიც ატარებს კოლგოტს!"-დევიდ ბოუი




"ფრედი ელიტის იმ მცირერიცხოვან წევრთაგანი იყო, ვისაც ნამდვილად შეეძლო სტადიონზე წესრიგის დამყარება. როგორც მილიონობით გულშემატკივარს მთელს მსოფლიოში, მეც მომენატრება მისი განსაკუთრებული თამაში და ბრწყინვალე ხმა."-ფრენსის როსი



"ფრედი მერკური იყო რონი ჯეიმს დიოსა და ოპერის ხმის ტიპის მომღერალს შუა . ჩემთვის ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მან იცოდა როგორ აეყვანა მაყურებელი, ნამდვილი მუსიკოსი!"-რიჩი ბლეკმორი



"სახელი [Queen] შეეფერება ჯგუფს და იდეალურად უხდება ფრედის".-პოლ იანგი


"ფრედი ნამდვილი პიროვნებაა და თავის დროზე არავინ ჰგავდა მას, არავინ მღეროდა მასავით, ჰარმონიებით და სხვა ყველაფრით."-ელტონ ჯონი.



"ფრედი მერკური იყო და რჩება ჩემთვის ყველაზე დიდი ზეგავლენა. მისი სარკასტული მიდგომის ერთობლიობამ ტექსტის წერისადმი და მისმა „ფეხებზე მკიდია“ მიდგომამ მართლაც შთააგონა ჩემი მუსიკა."-კეტი პერი


"ფრედი უნიკალურია, გესმის? მისნაირი ბევრი არ არის!"-ფილ კოლინზი


"მეფე იყო მერკური"-პოლ მაკარტნი.




"მან საოპერო სიდიადე დაუბრუნა როკ-ენ-როლს და ამან გაგვამხნევა გავმხდარიყავით სიმფონიური და პრეტენზიულები."-დერეკ სმოლსი



"გლამურის მიღმა იმდენად ცოტა ადამიანი დგას, რომელიც მას ნამდვილ შემსრულებლად აქცევს. ძალიან უცნაური "წმინდა სისხლის" პირობაა, - იყო წარმატებული მუსიკოსი და მაინც შეძლო მისი თავდაჯერებით პროექცია. ფრედი ჰქონდა ეს უნარი და არც თუ ისე ბევრი იყო, ვისაც ეს შეეძლო".-რობერტ პლანტი

0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0