x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 მილიონი ნახვა ერთ დღეში - მოუსმინეთ "ბიტლზის" ახალ და უკანასკნელ სიმღერას
image

ნამდვილად განსაცვიფრებელი ვიდეოკლიპია გადაღებული The Beatles-ის ახალი ტრეკზე Now and then, რომელიც პრემიერა სულ რამდენიმე საათია რაც შედგა და ინტერნეტში უკვე მილიონობით თაყვანისმცემელი აღაფრთოვანა.



კლიპში, რომლის რეჟისორია ცნობილი პიტერ ჯექსონი, ("ბეჭდების მბრძანებელი")კ ომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით ეფექტურად აერთიანებს სერ პოლ მაკარტნის და სერ რინგო სტარს გარდაცვლილ ჯონ ლენონთან და ჯორჯ ჰარისონთან.


თაყვანისმცემლებმა ემოციურად გამოხატეს აღფრთოვანება ვიდეოზე. ერთმა მას უწოდა "ძალიან დამაჯერებელი, ემოციური და ამაღელვებელი. ყველა მონაწილის ფანტასტიკური ნამუშევარი".



მეორემ დაწერა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ემოციურია, მათი უკანასკნელი ერთობლივი თანამშრომლობა..."




ეს Beatles-ის ბოლო სიმღერაა ჯონის, პოლის, რინგოსა და ჯორჯის მუსიკაზე.


მას მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელთაგან ბევრმა აღიარა, რომ ტიროდა, როცა ეს პირველად მოისმინეს.


კომპოზიცია ჯონ ლენონმა 1970-იან წლებში დაწერა. მუსიკოსმა სიმღერა დაუსრულებელი დატოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ ბენდის დარჩენილმა წევრებმა Now and Then დაასრულეს.


სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნია. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლის და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები. სიმღერის შექმნაში მონაწილეობდა ბენდის მეხუთე Beatles-ად წოდებული, არანჟირების სპეციალისტი ჯორჯ მარტინი.


სიმღერის შექმნისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მარტინის თქმით ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებიათ ვოკალის გასასწორებლად და მსმენელი ლენონის ხმას მოისმენს.

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0