x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა რუსეთის საუკეთესო მომღერლები
image

როკ ჯგუფის "ზემლიანეს" ლიდერმა და "რუსული რადიოს" მფლობელმა, ვლადიმერ კისელევმა დაასახელა რუსეთის საუკეთესო მომღერლები. ესენი არიან:ნიკოლაი ბასკოვი, გრიგორი ლეპსი, ვლადიმერ პრესნიაკოვი და ლეონიდ აგუტინი.მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს.

კისელევმა აღნიშნა, რომ ეს მუსიკოსები ყველაზე მოთხოვნადები არიან ქვეყნის შიდა აუდიტორიაში. მისი აზრით, მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს არტისტის პოპულარობა, არის ანშლაგი კონცერტებზე და გამოსვლებიდან მიღებული შემოსავალი.


”რა თქმა უნდა, პირველ რიგში კოლია ბასკოვი, გრიშა ლეპსი, აგუტინი, ვოლოდია პრესნიაკოვი და კიდევ სხვა ბევრი არტისტი“, - თქვა კისელევმა.


მედია მენეჯერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდა რუს მომღერლებს შორისაც არიან უფრო მოთხოვნადი შემსრულებლები, მაგრამ მათი შემოქმდება, კისელევის თქმით, მისთვის ახლოს არ არის.

მანამდე კისელევმა თქვა, რომ არაფერი სმენია SHAMAN-ის (იაროსლავ დრონოვის) შესახებ, რომ მას ფინანსური ან ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნოს დონბასში. ამავდროულად, პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ჰიტების შემსრულებელი "მე ვარ რუსი" და "მოდით ავდგეთ!" კარგ ფულს შოულობს თავისი კონცერტებით და პატრიოტული იმიჯით.

კისელევმა ასევე ახსენა ის ვარსკვლავები, რომლებმაც რუსეთი დატოვეს უკრაინაში წამოწყებული სამხედრო ქმედების შემდეგ და უწოდა მათ"კულტურის ხელმძღვანელი და შიდა პოლიტიკის პროდუქტი". მისი აზრით, საზოგადოება სკეპტიკურად იქნება განწყობილი მათ მიმართ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში.

ოქტომბრის დასაწყისში ВЦИОМ-მა გამოაქვეყნა სახალხო გამოკითხვის შედეგები, რის მიხედვითაც საუკეთესო კაც მომღერლად დასახელდა SHAMAN-ი(ხმების 33%), მეორე ადგილზე გავიდა ოლეგ გაზმანოვი (11%) ხოლო მესამეზე ნიკოლაი ბასკოვი(10%), საუკეთესოებში მოხვდნენ აგრეთე სერგეი ლაზარევი, გრიგორი ლეპსი, ფილიპ კირკოროვი, ლევ ლეშჩენკო, ლეონიდ აგუტინი, ნიკოლაი რასტორგუევი, დიმა ბილანი, ალექსანდრე მარშალი.


რაც შეეხება ქალებს:საუკეთესო მომღერლად პოლინა გაგარინა დაასახელეს (19%), 11% -მა უპირატესობა მიანიჭა ლარისა დოლინას, 6% -მა კი ანა ასტის

TOP 10-ში ასევე მოხვდნენ ვალერია, პელაგია, ირინა ალეგროვა, ალა პუგაჩოვა, სლავა, ლოლიტა მილავსკაია, კლავა კოკა და ელენა ვაენგა.

0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0