x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ იმორჩილებდნენ მონაზვნები მამაკაცებისადმი მოძალებულ ვნებას

image


შუა საუკუნეებში მონაზვნობა საკმაოდ გავრცელებულ ცხოვრების წესს წარმოადგენდა. ზოგჯერ კეთილშობილი ევროპელები "ქრისტეს პატარძლების" რიცხვში მხოლოდ საკუთარი ნებით არ ხვდებოდნენ, ოჯახს, რომელსაც "ზედმეტი" ქალიშვილის მზითვისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა, მშობელს ის როგორც წესი, მონასტერში მიჰყავდა, თუმცა ხანდახან მონაზვნებს შორის ისეთ გოგონებსაც შეხვდებოდით, რომელთა მშობლებიც დიდი ფინანსური შესაძლებლობებით გამოირჩეოდნენ. ასე, ისინი არათანაბარი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცებთან ქორწინებას თავს მონასტერში გაქცევით არიდებდნენ.


image


მონაზვნების ცხოვრება ლოცვითა და ყოველდღიური მძიმე შრომით იყო სავსე. სწორედ ამგვარად ცდილობდნენ ისინი საპირისპირო სქესისადმი მოძალებული ცოდვილი სურვილებისგან თავის დაღწევას, ხოლო როდესაც ახალგაზრდა მონაზონი აცნობიერებდა, რომ მისი ლტოლვა მამაკაცისადმი აუტანელი ხდებოდა და ის ყველა შესაძლო ზღვარს სცდებოდა, ის შრომასა და ლოცვას უფრო აქტიურად იწყებდა. ზოგჯერ, ასეთ შრომას დღეში დაახლოებით 16-18 საათიც კი სჭირდებოდა, რათა მონაზონს ძალა მხოლოდ ხანმოკლე ძილისთვის ჰყოფნოდა, ზუსტად ასე იქცეოდნენ ბერებიც, რომლებსაც ასევე ამქვეყნიური არსებობის სიხარულის გაგების მოძალებული სურვილი ჰქონდათ.


image


თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მათ ესეც კი არ შველოდა. გულმოდგინე და მძიმე ყოველდღიური შრომის მიუხედავად მონაზვნები და ბერები თავიანთ სურვილებს მაინც ვერ უმკლავდებოდნენ. ასეთ დროს კი ისინი საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებას ცდილობდნენ, რისთვისაც წყალში დასველებულ სპეციალურ მათრახებს იყენებდნენ. ისინი კელიებში იკეტებოდნენ და შოლტის საშუალებით სხეულზე ტკივილს მანამდე იყენებდნენ, სანამ ეს მტანჯველი შეგრძნება მათ სურვილს არ გააქრობდა. უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე ძლიერი დარტყმა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათ თავიანთი სურვილები საბოლოოდ დაევიწყებინათ. სხეულზე მოხვედრილი მათრახის თითოეული დარტყმა მონაზვნებს ენით აღუწერელ ფიზიკურ ტანჯვასა და ტკივილს აყენებდა.


image


მაგრამ იყო ისეთი სიტუაციებიც, როდესაც მათ ვერცერთი მეთოდი ვერ შველოდა, აი, მაშინ კი მონაზვნები და ბერები "მანკიერ ცოდვას ჩადიოდნენ". ევროპულ მონასტრებში ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა, ხოლო ზოგიერთი მონასტერი "ღვთის სახლების" საფარქვეშ გარყვნილების ნამდვილ "ბუნაგადაც" კი იყო ქცეული, რაც შემდგომში ისტორიკოსების მიერ არაერთხელ დადასტურდა.







0
1261
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1261