x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
“ცოლი გააჩერე, ნუ ქაქანებსო "ჩახ#ილი ფარჩაკი”- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს, თუ როგორ "შეუვარდნენ" მის მეუღლეს, გიგა ბოკერიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ქალები, მას შემდეგ რაც მან ექს-პრეზიდენტის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა და მას "მავნებლური სისულელე" უწოდა:


"გიგას შეუვარდნენ მიშისტი ქალები იმ

სტატიის ქვეშ, რომელშიც მიშას განცხადებას აფხაზეთზე კატასტროფულ, მავნებლურ სისულელედ აფასებს და უყვირიან- ცოლი გააჩერე, ნუ ქაქანებსო.


გიგას სტატია გრძელია და ვერ კითხულობენ. სამაგიეროდ, ჩემი მოჭრილად ნათქვამი “ჩახდილი ფარჩაკი” კარგად ესმით ???? (კარგია, ასე გავაგრძელებ).


და თან, რაც კაცს ეპატიება, ის ქალს არ ეპატიება ჩამორჩენილ საზოგადოებებში. სააკაშვილის ქალები იქნებიან, ცოტნე კობერიძე, თუ ბასილ მკალავიშვილის ჭინჭრიანი ქალები, მათი პირით, ჩვენი საზოგადოების ჩამორჩენილობა საუბრობს .


მეგობრებო, ვინც მთავარი ოპო ძალის ლიდერის მიერ ქალების განივთებას, საკუთარი ეგოს საზომად ქცევას და ამის შედეგად შექმნილ სამარცხვინო ჰარემს ნორმად მიიჩნევთ და თვალს უხუჭავთ ამ შეურაცხმყოფელ სიშლეგეს, იმათ არ უნდა გაგიკვირდეთ რომ ქალები ბავშვობიდან კაცის ნივთებად მიიჩნევიან და თუ ნივთად ქცეული ქალი (რომელსაც ბავშვობაც არ გააჩნია) “გამოუსადეგარია” - კლავენ.


P.S. და კიდევ ერთი, მიშისტებმა გაითვალისწინეთ, რომ თქვენ რომ ერთ ქვას მესვრით და ამაცილებთ, მე ორმოცდაჩვიდმეტ ქვას ვესვრი თქვენს ბელადს და ყველას გავარტყამ."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

0
877
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
877