x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134585
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
"ერთი ნაცემი რუსი დამანახვეთ, ერთი გაგდებული რუსი დამანახვეთ ჩვენი სამშობლოდან" - ვანო ნადირაძე
image

.

უკრაინაში მებრძოლ მიხეილ სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერს ვანო ნადირაძეს არ მოსწონს, რომ ბოლო დღეებში მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოს ყურადღება ისრაელისკენ გადავიდა. ის წუხს, რომ უკრაინა საზოგადოებაში აქტუალური ააღარ არის და ყველას მოუწოდებს ყურადღების ფოკუსი კვლავაც უკრაინაში მიმდინარე ომისკენ მიმართონ და ყურადღება მათ მიაქციონ. ქართულმა მედიამაც ყურადღება უკრაინაზე უნდა გაამახვილოს.

.


ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ სურს ანახონ საქართველოდან უკან გაგდებული რუსი ტურისტი, ან ვინმეს მიერ ნაცემი რუსი.

.

ვანო ნადირაძე წერს, რომ სამარცხვინოა, როცა ადამიანები სხვა ქვეყნის გამარჯვებით საზრდოობენ და ისრაელის გამარჯვებას ზეიმობენ.

.

"გადმოინაცვლეთ ისევ უკრაინისკენ, საქართველოს მომავალი ბედი უკრაინის გამარჯვებაშია!!!!!


როგორც ვთქვი ისრაელი სამ დღეში გაასწორებს მეთქი მიწასთან ღაზას სექტორს ესეც მოხდა.

/

მთავარი ყურადღება ისევ გადმოიტანეთ უკრაინისკენ, აქ უნდა განადგურდეს ჩვენი სამშობლოს მთავარი მტერი.

.

ნუ საზრდოობთ სხვისი გამარჯვებით, უკვე სამარცხვინოა. საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში რუსი თავზე გაზით პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით..... ერთი ნაცემი რუსის სურათი დამანახვეთ, ერთი გაგდებული რუსი დამანახვეთ ჩვენი სამშობლოდან." - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0